რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№31

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.08

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რის საფუძველზე არქმევენ სახელებს მართლმადიდებლურ ტაძრებს?

პასუხი: როგორც წესი, მართლმადიდებლური ეკლესიები ეძღვნება მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენას ან აგებულია წმიდანთა სახელობაზე.

კითხვა: ჩემი დაუდევრობის გამო ჩემი შვილების ნათლობის ჯვრები ამერია. ხომ არ ავნებს ეს ჩემს შვილებს?

პასუხი: თქვენს შვილებს ნებისმიერი ჯვარი დაიფარავს, თუ ისინი რწმენით ატარებენ. ყურადღება იმას მიაქციეთ, რამდანად ქრისტიანულად ზრდით შვილებს, როგორ ასრულებენ იმის მცნებებს, ვის ჯვარსაც ატარებენ. იზრუნეთ, რომ ისინი მტკიცე იყვნენ რწმენაში, ნათლობის ჯვრის შეცვლა კი მათ ზიანს ვერ მიაყენებს. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ნათლობის ჯვრებს განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მივეპყროთ და მოვუფრთხილდეთ. ასწავლეთ ეს შვილებსაც!

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი – უთხოვნელად უნდა დაეხმაროს გაჭირვებულს თუ დაელოდოს, როდის მოითხოვს ის დახმარებას?

პასუხი: ადამიანის ქცევის მოტივაციას ასეთ დროს, უპირველესად განსაზღვრავს მისივე საკუთარი სინდისი და ზნეობა. გაჭირვებული ადამიანი ხშირად მორიდების ან სირცხვილის გამო ვერ ბედავს წუწუნს და თხოვნას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც მისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, არ დაეხმაროს. უფალი ყოველ ადამიანს მოვალეობად უთვლის გულმოწყალებას, რისთვისაც ზეციურ სასუფეველს აღუთქვამს.

კითხვა: ვფიქრობ, რომ მცირე ასაკის ბავშვებთან არ შეიძლება რელიგიის შესახებ ზეწოლითი ხასიათის საუბარი. სჯობს, თავად მივიდეს ჭეშმარიტებასთან.

პასუხი: ბავშვებთან ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო, ცხადია, მათზე ზეწოლით რელიგიის თავსმოხვევა დაუშვებელია, თუმცა თავის ნებაზე მიშვებაც არ შეიძლება. ბავშვის გათვითცნობიერება რელიგიაში უნდა მოხდეს ზომიერების დაცვით და რაც მთავარია, არა მხოლოდ შეგონებებით, არამედ პირადი მაგალითის საფუძველზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა