რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№26

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 12.07

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი მოწიწება და სიყვარული?

პასუხი: ამისთვის საჭიროა, ბავშვმა პატარაობიდანვე ისწავლოს მუხლის მოდრეკა წმიდა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა; ხშირად უნდა ესწრებოდეს ღვთისმსახურებას ტაძარში; უფროსებმა უნდა დაანთებინონ სანთლები ხატების წინ, მიაწოდონ მოსახსენებელი, გაიღონ მოწყალება, საეკლესიო შესაწირავი; ბავშვი ხშირად უნდა ეზიარებოდეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, უნდა მიაღებინოთ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი საჭმლის მიღებამდე; შეასწავლეთ მას ლოცვები, მღვდელმსახურთან შეხვედრის დროს ასწავლეთ მისგან ლოცვა-კურთხევის აღება; მიაჩვიეთ სახლში გალობასა და წმიდა წერილის კითხვას; ბავშვის თანდასწრებით უნდა წარმართოთ კეთილმორწმუნე საუბრები ღმერთზე და სულის ხსნაზე; მიაჩვიეთ ტკბილეულის, თვით პურის ნაჭრის გაყოფას დედმამიშვილებისა და გარეშე პირებისთვისაც. მთავარია, თქვენ თავად იყოთ შვილისთვის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს კეთილმორწმუნე ქრისტიანი.

კითხვა: როდესაც ეკლესიაში ვიმყოფები, ხანდახან ხილვები მაქვს – ჩემ წინ ნათდება ხატები, სამეუფო კარი. რისი ნიშანი შეიძლება, ეს იყოს?

პასუხი: ნებისმიერი ხილვები ეკლესიაში თუ მის გარეთ ქრისტიანისთვის არ არის სარგო და უფალს სთხოვეთ, რომ გაგათავისუფლოთ მათგან. მათ შეუძლიათ, ადამიანი მიიყვანონ თვითცდუნებამდე და ხიბლამდე, ანუ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ადამიანი სხვაზე აღმატებულად მიიჩნევს თავს და ასეთი ხილვების ღირსად. ეს კი საკმაოდ მყარი ნიადაგია ბოროტი ძალების ზემოქმედებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა