რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№24

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.06

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა არის უმთავრესი საქმე ცხოვრებაში?

პასუხი: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით, ცხოვრების მთავარი საქმე არის ლოცვა, ხოლო ყოველივე დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც ჩვენი მოსაუბრე სხვაზე აუგს ამბობს და ცილს სწამებს მას, უნდა ვამხილოთ?

პასუხი: არასოდეს აჰყვეთ საუბარში ასეთ ადამიანს. მეგობრულად სთხოვეთ, რომ შეწყვიტოს მსგავსი ლაპარაკი. თუ შეასმენთ, რომ თვითონ ყოველდღიურად გაცილებით უფრო დიდ ცოდვებს სჩადიხართ და ვერ მისცემთ თავს სხვისი განკითხვის უფლებას, ამით კარგ საქმეს გააკეთებთ. ისიც დაფიქრდება და შეწყვეტს ცილისწამებას, რაც დიდი ცოდვაა.

კითხვა: შეიძლება, ქრისტიანი გერქვას, როდესაც არც არავის ვნებ, მაგრამ არც ეხმარები?

პასუხი: საკმარისი არ არის მხოლოდ სიავისგან განზე დგომა, ქრისტიანმა არა მარტო ავი საქმეები არ უნდა აკეთოს, არამედ ის მუდამ უნდა იყოს მოყვასის სამსახურში.

კითხვა: „გიყვარდეს მტერი შენი!“ – გვმოძღვრავს უფალი, მაგრამ როგორ უნდა შევძლოთ იმ ადამიანის შეყვარება, ვინც არის ჩვენი უფლის, სამშობლოს, მოყვასის მტერი? როგორ გავიგოთ ეს შეგონება?

პასუხი: სიყვარული არ ნიშნავს ყოვლის მიმტევებლობასა და უკეთურების წახალისებას. მამას შეუძლია, ერთდროულად, უყვარდეს შვილი და კიდეც სჯიდეს მას. ქრისტიანული სიყვარული არ არის სადავემიშვებული ლიბერალიზმი, რაც ყველაფრის ნების დართვას გულისხმობს. ქრისტიანული სიყვარული – ეს არის მომთხოვნელობა! ქრისტიანობა ყოველ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ იხსნას საკუთარი სული, მაგრამ უარი ბოროტებისადმი წინააღმდეგობაზე არ არის ქრისტიანული საქციელი. ადამიანმა საკუთარი წყენა უნდა დაითმინოს, მაგრამ როდესაც სხვას აყენებენ შეურაცხყოფას, თანადგომა უნდა გაუწიოს. აქვე გეტყვით ფილარეტ მოსკოველის შეგონებას: „გიყვარდეს მტერი შენი, ჰბრძოდე მტერს მამულისას და გძაგდეს მტერი უფლისა!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა