რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№21

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 07.06

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორც ცნობილია, ცოდვა შთამომავლებზე გადადის. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება ქრისტიანულ კანონიკას და როგორ უნდა მოინანიოს შთამომავალმა წინაპრის ცოდვა?

პასუხი: წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვაზე შთამომავალი არ აგებს პასუხს. თუმცა, წინაპრის მიერ ჩადენილი მძიმე ცოდვები შთამომავლის სულზე ერთგვარად მაინც აისახება. წინაპრის ცოდვა აბრკოლებს და აზარალებს ადამიანს. მაგრამ უფალმა არ გაწირა ადამიანი და ცოდვათა გამოსასყიდად მისცა საშუალება სინანულისა. ამრიგად, თუ ადამიანი ადამის ცოდვისგან თავისუფლდება, მით უმეტეს, გათავისუფლდება წინაპრის ცოდვებისგან, თუკი ილოცებს და ქრისტიანულად იცხოვრებს.

კითხვა: დღეისთვის გამოდის მრავალგვარი ტანსაცმელი, რომელზეც მკრეხელობებია აღბეჭდილი. მაგალითად: მაისურები ალკოჰოლის, სიგარეტის, ბანქოს რეკლამებით და სხვა. ცოდვად ჩაეთვლება თუ არა ადამიანს მსგავსი სამოსით სიარული?

პასუხი: გამოსახულებები, რომლებიც ცოდვიან გრძნობებსა და უკეთურ აზრებს იწვევენ, არ უნდა იყოს გამოსახული ქრისტიანის ტანისამოსზე, რადგან ეს არის საცდური გარშემო მყოფთათვის და ცოდვად მიიჩნევა. უფრო მეტიც, დღეს არ ერიდებიან უფლისა და ღვთისმშობლის გამოსახულების შეუფერებელ ადგილზე დახატვას ან განთავსებას, რაც დიდი ცოდვაა.

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაეთვლება ადამიანს თავისი სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა?

პასუხი: როგორც ამბროსი ოპტელი გვიხსნის: ამის შესახებ წმიდა წიგნებში არსად არის ნათქვამი, თუმცა ამ დროს მჟღავნდება უნდობლობა უფლის განგებულების მიმართ. ამიტომ, ეკლესია ადამიანს ამაზე კურთხევას ვერ მისცემს. ჩვენ გვაქვს საუკეთესო საშუალება უზრუნველყოფისა – უფლის მცნება. ეძიეთ უფლის სასუფეველი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა