რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№20

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 31.05

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ხშირად მინახავს, რომ ტაძარში შესვლისას, თაყვანისცემის ნიშნად ტაძრის შესასვლელ კარსა და კედლებს ეამბორებიან. ეს აუცილებელია?

პასუხი: საუკუნეების განმავლობაში არსებობს ტაძარში შემსვლელთათვის ტაძრის თაყვანისცემის გამომხატველი სიტყვები: „შევიდე სახლსა შენსა და თაყვანი ვცე ტაძარსა შენსა“... ამგვარად შინაგანად ვემზადებით ღვთის სახლში შესასვლელად. ტაძრის კარსა და კედლებზე ამბორი ამ თაყვანისცემისა და მოკრძალების გამომხატველია. ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

კითხვა: რა ვნება შეიძლება მოუტანოს შვილებს მშობლების ბრმა სიყვარულმა?

პასუხი: მშობლების უმრავლესობას, ვინც შვილების სიყვარულით არიან დაბრმავებული, ენანებათ ისინი დასასჯელად. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ცდილობენ, ხელი დააფარონ, აარიდონ სასჯელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს ბავშვში დაუსჯელობის სინდრომს ბადებს და როდესაც ის იზრდება, გამოუსწორებელი ხდება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი არ დაუმეგობრდეს ავი ზნის თანატოლებს, რადგან უკეთურება თვით კეთილგონიერებაზეც ახდენს გავლენას. იფიქრეთ იმაზეც, რომ თავად მშობლები არ გახდეთ ცუდი მაგალითი ბავშვებისთვის და ამით საცდური არ მიეწოდოთ მათ.

კითხვა: მე ყველანაირად ვცდილობ, ვიცხოვრო სწორად, მაგრამ როგორ მივხვდე საუკუნო ცხოვრების გზას სწორად ვადგავარ თუ არა?

პასუხი: ამ კითხვაზე დაბეჯითებით პასუხის გაცემა დედამიწაზე მცხოვრებ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. ამას ადამიანი მხოლოდ მაშინ მიხვდება, როდესაც მისი სხეული და სული ერთმანეთს გაეყრება. ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნიური დროებითი ცხოვრება მარადიულთან მიმართებაში ისევეა, როგორც თესვა მკასთან. ამქვეყნად უნდა დათესოთ, რომ იმქვეყნად მოიმკათ. ვინც აქ არ დაუდებს დასაბამს თავისი სულის ხსნაზე ზრუნვას და რწმენით თავად არ გაიკვალავს გზას, იქაც ღვთის სასუფევლის გარეშე მოუწევს დარჩენა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა