რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 03.05

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რას ნიშნავს ეკლესიურობა? გთხოვთ, ამიხსნათ, როგორ მიიღწევა ის?

პასუხი: ეკლესიურობა მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ცხოვრებასა და აზროვნებას ნიშნავს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მართლმადიდებელი მრწამსის ადამიანი ტაძარში უნდა დადიოდეს, ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, ჰყავდეს მოძღვარი, რჩვეა ჰკითხოს მას პრობლემების გადაჭრის დროს. სასურველია, ეცნობოდეს მართლმადიდებლურ ლიტერატურას. ვინც არ დადის ტაძარში, ეკლესიურად არ მიიჩნევა. მოძღვარი ყოველ ადამიანს დაეხმარება სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაში. იყოლიეთ მოძღვარი, გაითვალისწინეთ მისი რჩევები, შეძლებისდაგვარად დაესწარით წირვა-ლოცვებს, იკითხეთ საღვთო ლიტერატურა და ნელ-ნელა მიაღწევთ ეკლესიურობას. დროთა განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ეკლესიური ცხოვრების წესი არ დაარღვიოთ.

კითხვა: რატომ ეუწყათ მაცხოვრის დაბადება უპირველესად მწყემსებსა და მოგვებს?

პასუხი: იესო ქრისტე ყოველი ჩვენგანის ცოდვების მტვირთველად და გადამრჩენელად დაიბადა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ამას ვერ ვგრძნობთ და არც ჩვენს გულებში ვუშვებთ მას. მაშინაც ასე იყო – მრავალმა იცნო და მიიღო იგი, მაგრამ მრავალიც განუდგა. პირველნი, ვინც მისი დაბადების სიხარულმა გააბრწყინა და უფალი გულში შეუშვა ყველაზე უბრალონი – მწყემსები და ყველაზე ბრძენნი – მოგვები იყვნენ. ეს სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ იესოს შესაცნობად და შესაყვარებლად, პირველ რიგში, უბრალოება და გონიერებაა საჭირო.

კითხვა: გარდა დიდმარხვისა, კიდევ რომელი მარხვის დაცვა ევალებათ მართლმორწმუნე ქრისტიანებს?

პასუხი: წლის ოთხივე დროს არის ეკლესიისგან დადგენილი ოთხი მარხვა, როგორც ჟამი საყოველთაო მონანიებისა: ორი მარხვა უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს სახელობაზე – დიდმარხვა და შობის მარხვა. ერთი – ღვთისმშობლის სახელობაზე – მარიამობისა და ერთიც – პეტრეპავლობის მარხვა. ამას ემატება ერთდღიანი მარხვები – ჯვართამაღლებას, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, ოთხშაბათობით და პარასკეობით – იესო ქრისტეს გაცემისა და ჯვარზე ვნების დღეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა