რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 30.11

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ხშირად ადამიანები ერთმანეთს განიკითხავენ და ამტკიცებენ, რომ ეს ცოდვა კი არა, მხილებაა. რით განვასხვაოთ განკითხვა და მხილება?

პასუხი: მხილება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის მხილება და მერე ვამხილოთ სხვები. ეს კი სიყვარულითა და გულისტკივილით უნდა გავაკეთოთ. სანამ ვინმეს ვამხელდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, ნამდვილად სცოდავს თუ არა და სასარგებლო იქნება თუ არა მხილება მისი სულისთვის. ხოლო თუკი ამაში დავრწმუნდებით, უფალს ჯერ ლოცვით უნდა ვთხოვოთ შემწეობა მისთვის, ხოლო შემდეგ პირადად მას ვუთხრათ, რატომ გვტკივა გული მის საქციელზე. თუ არ შეისმინა, მაშინ შესაძლებელია, სხვების თანდასწრებითაც ვამხილოთ, კვლავ შეცოდების შემთხვევაში კი თავი უნდა დავანებოთ.

კითხვა: ჩემს მეგობარს ვაჩუქე ხატი, რომელიც მის სახელზე ვაკურთხებინე. მან კი ჩემი ნებართვის გარეშე შესწირა ეკლესიას. ამან ძალიან დამწყვიტა გული. რომლის საქციელია უფრო მისაღები?

პასუხი: თქვენს მეგობარს ცუდი არაფერი ჩაუდენია, თუ თქვენ მიერ ნაჩუქარი ხატი ეკლესიას შესწირა, სადაც მრავალ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მასზე ილოცოს. ასე რომ, მშვიდად იყავით და განაგრძეთ მასთან მეგობრული ურთიერთობა.

კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ მცირედი ცოდვა, ოღონდ ხშირად განმეორებადი?

პასუხი: ასეთი ცოდვა ახლოსაა სასიკვდილო ცოდვასთან. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა – ქვიშის ნამცეცს. თუ ბევრია ქვიშა მან შეიძლება, დიდი ქვაც გადაწონოს. მაგალითად: სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ ხშირი განმეორების შემთხვევაში ის განაქარვებს ღვთის მადლს და სასჯელს მოიწევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა