რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№45

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 16.11

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი – ზეცაში, საკუთარ თავში თუ კიდევ სხვაგვარად?

პასუხი: ღმერთი ყველგან არის, ესე იგი, შენშიც და ხედავს ყოველივეს, თუნდაც დაფარულს. უდიდესი რწმენით უნდა გამოხატავდე შენს რიდსა და კრძალვას უხილავი ღმერთის მიმართ, ყოველგვარი მისი წარმოსახვის გარეშე.

კითხვა: როდის უნდა მივიტანოთ ტაძარში საკურთხი?

პასუხი: „საკურთხი“ ქრისტიანული ცნებაა, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ რაღაც უნდა იკურთხოს, ამ შემთხვევაში პროდუქტი, რომელიც ეკლესიაში მიგვაქვს მიცვალებულის სახელზე. კურთხევა ხდება პანაშვიდის დროს, ხოლო ამის შემდეგ საკურთხი სამოწყალოდ უნდა გაიცეს მიცვალებულის სახელზე. ხოლო გარდაცვლილისთვის მთავარი იმ ლოცვის აღვლენაა, რომელიც პანაშვიდის დროს წარმოთქმის. საკურთხი ეკლესიაში უნდა მიიტანოთ საეკლესიო კალენდრის მიხედვით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში, ასევე, ნებისმიერ შაბათს, რადგან შაბათი მიიჩნევა პანაშვიდისთვის მიზანშეწონილად.

კითხვა: მყავს მოზარდი შვილები. ეკლესიურად ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, ვმარხულობ კიდეც და ჩემს შვილებსაც ვამარხულებ. ზოგიერთი ახლობელი ამის გამო მსაყვედურობს და მეუბნება, რომ ბავშვებს ჯანმრთელობას ვურყევ. ხანდახან მეც ეჭვი მეპარება ჩემი საქციელის სისწორეში, მართლაც ხომ არ ვვნებ ჩემს შვილებს მარხვით?

პასუხი: რადგან ეკლესიური ბრძანდებით, გეცოდინებათ, რომ მარხვასა და შიმშილობას შორის დიდი სხვაობაა, მარხვას სულ სხვა დანიშნულება აქვს და მისი დაცვის დროს ზომიერებაა საჭირო არა მხოლოდ მოზარდებსა და ბავშვებში, არამედ უფროსებშიც. თქვენს შვილებსაც მოძღვარი შეურჩევს შესაფერის მარხვას. აქცენტი უფრო ბავშვების სულიერ განვითარებაზე გააკეთეთ და არა საკვების შეზღუდვაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა