რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№43

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 02.11

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდის არის პირჯვრის გადაწერა ცოდვა?

პასუხი: პირჯვრის გადაწერა ცოდვად შეიძლება, ჩაეთვალოს ადამიანს, თუ პირჯვრის გამოსახვის დამოწმებით ის ცდილობს, დაგვიდასტუროს სიცრუე, ფლიდობა, ყალთაბანდობა და სხვა არაწმინდა საქმე. ამით ის საკუთარ თავზე მსჯავრს მოიწევს.

კითხვა: დილით, როდესაც ლოცვებში გარდაცვლილი ახლობლების სახელებს მოვიხსენიებ, ყოველთვის განვიცდი ხოლმე, რომ არავინ გამომრჩეს. შეიძლება თუ არა, რომ მოვიხსენიოთ მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები და დანარჩენზე ვთქვა: „ყველა ჩემი გარდაცვლილი ნათესავი და ახლობელი“?

პასუხი: დიახ, გარდაცვლილთა მოხსენიება ხდება როგორც სახელებით, ასევე, კრებითად. მოიქეცით თქვენი სურვილისამებრ.

კითხვა: ლოცვებში იხსენიება „მტრები“. ვინ უნდა ვიგულისხმოთ მათში?

პასუხი: „მტრებში“ უნდა ვიგულისხმოთ უხილავი მტრები – მზაკვარი, ბოროტი სულები, ეშმაკი – ვინც ცოდვებისკენ გვიბიძგებს.

კითხვა: ხშირად შემიმჩნევია, რომ მოძღვარს ადამიანები შორიდან, მობილური ტელეფონის საშუალებით სთხოვენ დალოცვას. რამდენად მართებულია ეს საქციელი?

პასუხი: ყოველი გამოგონება შეიძლება, ჩავაყენოთ ღვთის სამსახურში და ადამიანის სასიკეთოდ მივმართოთ. თუ ადამიანმა ღვთის ნებით იმდენი შეძლო, რომ სივრცე გადალახა და მეორე ადამიანს დაუკავშირდა, რატომ არ შეიძლება, ამ სივრცის იქით, მოძღვართანაც იქონიოს კავშირი და დალოცვა სთხოვოს. ამ ქმედებაში არაფერია ღვთისა და ეკლესიის საწინააღმდეგო.

კითხვა: მართალია, რომ მართლმადიდებლური ჯვარცმა და კათოლიკური ჯვარცმა განირჩევიან სამსჭვალთა (ლურსმანთა) რაოდენობით?

პასუხი: დიახ. მართლმადიდებლურ ჯვარცმაზე მაცხოვარი ოთხი სამსჭვალით არის გაკრული, ხოლო კათოლიკურზე – სამით (ფეხი ფეხზეა გადაჯვარედინებული და ერთი სამსჭვალით მაგრდება). ამით შეგიძლიათ, განასხვავოთ, ჯვარცმა კათოლიკურია თუ მართლმადიდებლური.

კითხვა: ვისთან არ შეიძლება მეგობრობა?

პასუხი: ნუ იმეგობრებთ ქრისტიანული ეკლესიის მტრებთან, მწვალებლებთან, მათთან, ვინც არ იცავს მარხვას – ასე შეგვაგონებს წმიდა სერაფიმე საროველი. განეშორეთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უყვარს უფალი და თაყვანს არ სცემს მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა