რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№41

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 19.10

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ხშირად ადამიანებს ხატები იმ ადგილებში აქვთ დაბრძანებული, სადაც უწმაწურ სიტყვებს ამბობენ, ჩხუბობენ და შეუფერებლად იქცევიან, რამდენად მართებულია ხატების ასეთ ადგილებზე ყოფნა?

პასუხი: მოგეხსენებათ, ყოველდღიური ცხოვრება დაძაბულ და ნერვიულ ფონზე მიმდინარეობს. ადამიანები ხშირად სჩადიან ღვთისთვის არასათანადო საქციელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ, სადაც ვართ, ხატები არ უნდა იყოს. ზოგადად, ადამიანი ვერანაირი საქციელით ვერ შეურაცხყოფს ხატს, რადგან ხატი არის სიწმიდე და ამ ყველაფერზე მაღლა დგას. ადამიანი ბილწსიტყვაობითა და ცოდვით მხოლოდ საკუთარ თავს შეურაცხყოფს. ამიტომ ის უნდა გაუფრთხილდეს თავს, რადგან ის უფალმა საკუთარ ხატად შექმნა და არ უნდა შეურაცხყოს საკუთარი სული და სხეული.

კითხვა: რამ განაპირობა, რომ თბილისსა და იერუსალიმში ერთი და იმავე დასახელების წმიდა ადგილები არსებობს?

პასუხი: დიახ, თბილისში ნამდვილად არის იმ სახელწოდების წმიდა ადგილები, რაც იერუსალიმში, მაგალითად: ელიას მთა, ბეთლემი, სიონი... როცა საქართველოში ქრისტიანობა დამკვიდრდა და ქართველი კაცის ცნობიერებამ ქრისტე მიიღო, ასეთი სახელწოდებები თანდათან ჩამოყალიბდა, ქართველს უნდოდა ქრისტეს ფეხნადგამი მიწის მადლი თბილისში განმეორებულიყო, მისი საყვარელი ქალაქი რაღაცით დამსგავსებოდა დედამიწის წმიდა ადგილს. ეს კი იმაზე მეტყველებს, თუ როგორი გულით, როგორი სათნოებით მიიღო ქართველმა ქრისტე, მასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ერის ცნობიერებაში და გამოხატვა ამ სახით ჰპოვა. ეს უფლის დიდი სიყვარულისა და მინდობის ნიშანია და არა ამპარტავნების.

კითხვა: შეიძლება თუ არა სიწმიდეთა მიცემა წამლობის მიზნით მოუნათლავთათვის ან ურწმუნოთათვის?

პასუხი: არც მოუნათლავთათვის და არც ურწმუნოთათვის სიწმიდეთა მიცემა, თუნდაც წამლობის მიზნით, არ არის გამართლებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა