რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№3

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.01

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: აქვს თუ არა მეგობრობის ცნებას სარწმუნოებრივი მსაზღვრელი?

პასუხი: დიახ. მეგობრობა – ეს არის სულთა კავშირი, სადაც ორი ან მეტი ადამიანი ცდილობს, ურთიერთით გაიუმჯობესოს თავი, ერთმანეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულით – გულები. უნდა იყვნენ ერთმანეთისთვის, მეგობრობაში უნდა სუფევდეს ნდობა, გულწრფელობა და ალალმართლობა. ზირაქის სიბრძნე გვამცნობს: „ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია, უფლის მოშიშნი იპოვიან მას“.

კითხვა: რამდენად სწორად იქცევა ადამიანი, როდესაც შენ არ სთხოვ და ის კი ჭკუას გარიგებს?

პასუხი: წმინდა მამების გადმოცემით, ეს არასწორია, თხოვნის გარეშე ჭკუის დარიგება უქმად მეტყველებას უტოლდება.

კითხვა: ადამიანთან ურთიერთობაში აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორი გულისხმიერებით დაველაპარაკებით მას, თუ მთავარი საუბრის არსია?

პასუხი: მოყვასს შეიძლება, აწყენინო არა მარტო სიტყვით, არამედ ხმის ტონით, მანერით. მოყვასის მიმართ თქმული ალერსიანი სიტყვებით შეიძლება, დააგროვო სულიერი კაპიტალი, ამიტომ ეცადეთ, ადამიანებს მიმართოთ განსაკუთრებულად სათუთად და ფაქიზად.

კითხვა: ხომ არ არის საჭირო, ეკლესიაში წასვლამდე რაიმე წინასწარგანწყობა შევიქმნათ?

პასუხი: ვიდრე ტაძარში მიხვიდოდეთ, მთელი გზის მანძილზე იფიქრეთ უფალზე!

კითხვა: ნიშნავს თუ არა ქრისტესმიერი მშვიდობისმოყვარეობა მოყვასის ბოროტებაზე თვალის დახუჭვას?

პასუხი: ახლობლებთან მშვიდობის დამყარების ვალდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავეთანხმოთ მათ ავ ზრახვებს, აზრებსა და ქმედებებს. ასეთი თანხმობა დიდი ცოდვაა. პირიქით, ქრისტიანის ვალია, შეეწინააღმდეგოს მანკიერი ადამიანების ავ აზრებსა და ზრახვებს.

კითხვა: არის თუ არა ყველა გონიერი ადამიანი ღვთისთვის სათნო?

პასუხი: წმინდა მამათა გადმოცემით: „ღვთიური ადამიანის ცნობა შეიძლება სიმდაბლით. ბოროტმა შეიძლება, მიანიჭოს გამჭრიახობა ადამიანს, სიმდაბლეს კი ვერასოდეს მიანიჭებს – ის მას თვითონ წვავს ცეცხლივით“.

კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანის სულიერ კეთილზნეობაზე ვიმსჯელო მხოლოდ მისი გარეგნული ღვაწლის მიხედვით?

პასუხი: თუმცა აუცილებელია გარეგნული ღვაწლი, ის მხოლოდ ხარაჩოებია და არა შენობა. ამიტომ ნაკლები ყურადღება დაუთმეთ მას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულისმიერ ღვაწლს, გულისთქმათა მიხედვით, ერთი და იგივე საქმე შეიძლება, იყოს სათნო უფლისთვის და არც იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული