მეგობრობის შესახებ
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.02, 2023 წელი

მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? და შეიძლება, იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილობაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს?!
* * *
მერცხლები ზაფხულში ბრუნდებიან, ზამთარში კი მიფრინავენ – ეს ცრუ მეგობრობის გამოხატულებაა. ცხოვრების სიხარულიან დღეებში ისინი ერთგულნი არიან, ხოლო თუ ბედნიერება ზურგს შეგაქცევთ, ისინიც მიფრინავენ.
* * *
ყალბი მეგობარი შესაძლოა, შევადაროთ ჩრდილს, რომელიც მზის საათებში ჩამოწვება ხოლმე, იგი მხოლოდ კარგ ამინდშია, ღრუბლების გამოჩენისთანავე, ანდა წვიმიან ამინდში, მეყსეულად ქრება.
* * *
ბოროტ ადამიანთან მეგობრობა დილის ჩრდილს ჰგავს – იგი ყოველ საათს იკლებს; კეთილთან ურთიერთობა კი საღამოს ჩრდილივით უნდა იზრდებოდეს, მანამ, სანამ მზე ბრწყინვალებს.
* * *
მოწყალე ადამიანები მტერში სათნოებას რომ შენიშნავენ, ურიგდებიან მას, ხოლო უზნეო მეგობარს, თუ იგი გამოუსწორებელია, სცილდებიან.
* * *
ამბა აგაფონი ამბობდა: „თუ დავინახავ, რომ ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანს სულისთვის ზიანი მოაქვს, დაუყოვნებლივ დავშორდები მას, ანუ გავწყვეტ ნაცნობობასა და ურთიერთობას მასთან.
* * *
თუ სათნოება შენს მტერში მშვენივრად არ გეჩვენება, ხოლო ნაკლი – საძაგლად შენს მეგობარში, განა შეგიძლია, თქვა ან იფიქრო, რომ გიყვარს სათნოება და გძულს ნაკლი?
* * *
მათ, ვინც მხოლოდ დროის გასატარებლად სტუმრობენ შენთან, მაშინ ისინი შენგან ან დამოძღვრილები წავლენ სახლში ქრისტეს, სიკვდილის, მომავალი ცხოვრების, სამსჯავროსა და ჯოჯოხეთის შესახებ ან საერთოდ არ მოვლენ დროის წასართმევად.
* * *
უძვირფასესია ერთგული მეგობარი, რომელიც ჩვენს მწუხარებასა და სიხარულს იზიარებს და ამასთან ერთად, შეუძლია, იყოს ჩვენი მრჩეველიც და სათნოების მასწავლებელიც ჩვენი ცხოვრების რთულ ყოფაში. სამაგიეროდ, ასეთი მეგობრები ისევე იშვიათია, როგორც ძვირფასეულობა. ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, განსაკუთრებით ყურადღებიანი ვიყოთ მეგობრისა და საერთოდ, ადამიანის არჩევაში, რომელსაც საკუთარ სულს ვანდობთ.
* * *
ღვთისა და სინდისის წინაშე ნაკადულივით გამჭვირვალე იყავი, მაგრამ მანკიერსა და ბოროტს შენს სულში ჩახედვის საშუალებას ნუ მისცემ, უზნეოს მზერა სულს აბნელებს.
* * *
ერიდე უფრო მეტად მეგობრების შურს, ვიდრე მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი – ფარულად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან