გულიდან ამოსული ლოცვა
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
ერთ ღვაწლმოსილ ბერს, რომელიც ბევრს ლოცულობდა და ხშირად წუხდა ადამიანთა ცოდვებზე, გასაოცრად ეჩვენებოდა, რომ ადამიანები ეკლესიაში დადიან, უფალს ევედრებიან, მაგრამ მაინც ცუდად ცხოვრობენ და ცოდვა არ იკლებს. „უფალო, – ფიქრობდა ის, – ნუთუ არ ისმენ ჩვენს ლოცვებს? აი, ხალხი გამუდმებით ლოცულობს, რომ მშვიდობითა და მონანიებით იცხოვროს, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს ამას. ნუთუ ამაოა მათი ლოცვა?“
ამ ფიქრებში ჩაეძინა. ესიზმრა, რომ ნათლითმოსილმა ანგელოზმა ფრთა მოჰხვია და მიწიდან ზევით აიყვანა. რაც უფრო ზემოთ ადიოდნენ, სულ უფრო და უფრო ძნელად სწვდებოდა ყურს დედამიწის ხმაური. არ ისმოდა ადამიანების ხმა, სიმღერა, ყვირილი; ამქვეყნიური ამაო ცხოვრების ხმაური ჩაცხრა. მხოლოდ ზოგჯერ საიდანღაც ჰარმონიული და ტკბილი ხმები მოისმოდა.
– რა არის ეს? – იკითხა ბერმა.
– ეს წმიდა ლოცვებია, – უპასუხა ანგელოზმა, – აქ მხოლოდ მათი ხმა ისმის.
– მაგრამ, რატომ ისმის ასე ცუდად? რატომაა ეს ხმები ასე იშვიათი? ახლა ხომ ხალხი ტაძარში ლოცულობს?
ანგელოზმა ბერს მწუხარე სახით შეხედა.
– გინდა, იცოდე? მაშ, შეხედე.
შორს, ქვემოთ, დიდი ტაძარი ჩანდა. სასწაულებრივი ძალით მისი გუმბათი გაიხსნა და ბერს შეეძლო, ეხილა ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა. ტაძარი სავსე იყო ხალხით. კლიროსზე დიდი გუნდი ჩანდა. მღვდელი საკურთხეველში იდგა და მსახურება მიმდინარეობდა, მაგრამ შეუძლებელი იყო გარჩევა, კერძოდ რა მსახურებას ჰქონდა ადგილი, რადგან არანაირი ხმა არ აღწევდა ზეცამდე. ჩანდა, როგორ კითხულობდა მარცხენა კლიროსზე მდგარი დიაკონი ბუტბუტითა და ტუჩების წკლაპუნით რაღაცას ძალიან სწრაფად, მაგრამ ზემოთ სიტყვები არ აღწევდა. ამბიონზე ახოვანი დიაკონი გამოვიდა, თმაზე ხელი გადაისვა, შემდეგ ოლარი ასწია, პირი ფართოდ გააღო და... ისევ სიჩუმე! კლიროსზე რეგენტი ნოტებს არიგებდა: გუნდი გალობისთვის ემზადებოდა. „იმედია, გუნდის ხმას გავიგონებ“, – გაიფიქრა ბერმა. რეგენტმა კამერტონი მუხლზე დაირტყა, შემდეგ ყურთან მიიტანა, ხელები გაშალა და დაწყების ნიშანი მისცა, მაგრამ ძველებურად სრული სიჩუმე სუფევდა ირგვლივ. საოცარი სანახავი იყო: რეგენტი ხელებს იქნევდა, ფეხს აბაკუნებდა, ბანები დაძაბულობისგან წითლდებოდნენ, ტენორები ფეხის წვერებზე დგებოდნენ და თავს მაღლა სწევდნენ, პირი ყველას დაღებული ჰქონდა, მაგრამ გალობის ხმა არ ისმოდა.
„რა არის ეს?“ – გაიფიქრა ბერმა. მან ახლა მლოცველებზე გადაიტანა მზერა. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ, სხვადასხვა ასაკისა და მდგომარეობის, ქალები და კაცები, მოხუცები და ბავშვები, ვაჭრები თუ უბრალო გლეხები. ყველანი პირჯვარს იწერდნენ, მუხლს იყრიდნენ, ზოგიერთი რაღაცას ბუტბუტებდა, მაგრამ არაფერი ისმოდა. მთელი ეკლესია დამუნჯებული იყო.
– რატომ ხდება ეს? – იკითხა ბერმა.
– დავეშვათ და თავად დაინახავ და გაიგებ, – უთხრა ანგელოზმა.
ისინი ნელა, ისე რომ ვერავინ ხედავდა, ტაძარში დაეშვნენ. ლამაზად ჩაცმული ქალი ყველაზე წინ იდგა და როგორც ჩანდა, გულმოდგინედ ლოცულობდა. ანგელოზი მიუახლოვდა და ხელით ფრთხილად შეეხო. მოულოდნელად ბერმა მისი გული დაინახა და მისი ფიქრები გაიგო.
„ოჰ, ეს საზიზღარი ფოსტის უფროსის ცოლი! – ფიქრობდა ის, – ისევ ახალი ქუდი ახურავს! ქმარი ლოთი, ბავშვები – ჩამოძონძილი, ის კი კუდაბზიკობს! უყურე ერთი, როგორ გამოწყობილა!“
მას გვერდით ვაჭარი ედგა, ძვირფას ხალათში გამოწყობილი და დაფიქრებული შესცქეროდა კანკელს. ანგელოზი შეეხო მის მკერდს და ბერის წინაშე მაშინვე გაცხადდა მისი ფარული ფიქრები: „რა სამწუხაროა! გაიაფდა... ასეთ საქონელს ახლა აღარავინ იყიდის! ათას ხუთასი თუ არა, ათასი მანეთი ნამდვილად დავკარგე.“
მოშორებით ახალგაზრდა გლეხის ბიჭი ჩანდა. ის თითქმის არ ლოცულობდა და გამუდმებით იყურებოდა მარცხნივ, სადაც ქალები იდგნენ წითლდებოდა და ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ანგელოზი შეეხო მას და ბერმა მის გულში წაიკითხა: „ეჰ, რა კარგია ეს გოგო! ყველაფერი ლამაზი აქვს: სახეც, ფიგურაც, ხელსაქმეც კარგი იცის... ასეთი ცოლი რომ მომცა! ნეტავ, წამომყვება თუ არა?“
ბევრს ეხებოდა ანგელოზი და ყველას მსგავსი ფიქრები ჰქონდა: ცარიელი, უქმი, ყოფითი. ღმერთის წინაშე იდგნენ, მაგრამ ღმერთზე არ ფიქრობდნენ. მხოლოდ მოსაჩვენებლად ლოცულობდნენ.
– ახლა გესმის? – ჰკითხა ანგელოზმა, – ასეთი ლოცვები ჩვენამდე ვერ აღწევს. ამიტომაც გეჩვენება, რომ ისინი, ყველანი თითქოსდა მუნჯები არიან.
ამ დროს გარკვევით მოისმა ბავშვის გაუბედავი ხმა:
– უფალო, შენ გულმოწყალე ხარ... შეიწყალე და გადაარჩინე დედაჩემი!
კუთხეში, კედელთან, მუხლებზე იდგა პატარა ბიჭი. თვალებში ცრემლები უბრწყინავდა. ის ავადმყოფი დედისთვის ლოცულობდა. ანგელოზი მის მკერდს შეეხო და ბერმა ბავშვის გული დაინახა, იქ წუხილი და სიყვარული ჩანდა.
– აი, ასეთი ლოცვები ისმის ჩვენთან! – უთხრა ანგელოზმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან