ჭეშმარიტების გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.01
კაცი ბაზარში მიდიოდა, ირგვლივ ხალხი ბრბოდ ირეოდა, იდგა ყაყანი, ხმაური... ის კი ცხენს მიერეკებოდა: „აჩუ-აჩუ!“. ასე ნელ-ნელა, თანდათანობით გაიარა მთელი ბაზარი. ასევე შენც, რასაც არ უნა გეუბნებოდეს გულისთქმა, შენი საქმე აკეთე – ილოცე.
ღირსი ამბროსი ოპტინელი
* * *
ერთი მოგზაური მთის ციცაბო ბილიკზე მიდიოდა. მოულოდნელად გზა ზემოდან ჩამოვარდნილმა უზარმაზარმა ქვის ლოდმა გადაუღობა. ის შეეცადა, გვერდი აევლო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: მარცხნივ უფსკრული იყო, მარჯვნივ – მიუვალი კლდე. „იქნებ ზემოდან გადავაცოცდე ლოდს?“ – გაიფიქრა. არა, ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა. ის შეეცადა, ლოდი გვერდზე გაეწია და გზა გაეთავისუფლებინა. დიდხანს წვალობდა, დაიღალა და ოფლად დაიღვარა, მაგრამ ყველა მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. მიხვდა, რომ არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. წაქცეულ ხეზე ჩამოჯდა და ნაღვლიანად გაიღიქრა:
„რა მეშველება, როდესაც დაღამდება და ამ უდაბურ ადგილას მარტო აღმოვჩნდები, – საკვების, თავშესაფრისა და დაცვის გარეშე, როცა ნადირი ბუნაგიდან გამოვა ნადავლის საძებრად?“
მისი სული მწარე ფიქრებმა მოიცვა. ამ დროს მეორე მოგზაური მიუახლოვდა და ისიც შეეცადა ლოდის გადაგორებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ისიც მდუმარედ ჩამოჯდა პირველის გვერდით და თავი უმწეოდ ჩაქინდრა.
შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი მოვიდა იმ ადგილას, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ადგილიდან ლოდის დაძვრა.
ყველანი შიშმა და უიმედობამ შეიპყრო.
ბოლოს, ერთი ეუბნება დანარჩენებს:
– მეგობრებო, მოდით, ვილოცოთ ჩვენი ზეციერი მამის მიმართ! შეისმენს იგი ჩვენსას, ამ უბედურებაში მყოფებისას და შეგვიწყალებს!
მისი წინადადება მიიღეს. ყველამ დაიჩოქა და ილოცა. ამის შემდეგ მან ისევ შესთავზა:
– ძმებო, ვინ იცის, იქნებ ყველამ ერთად შევძლოთ ის, რაც ვერც ერთმა ვერ შევძელით ცალ-ცალკე?
ადგნენ და ერთად მიაწვნენ უზარმაზარ ლოდს; მალე მართლაც დაძრეს ის ადგილიდან და უფსკრულში გადაუშვეს: გზა გახსნილი იყო, შეეძლოთ, დაბრკოლების გარეშე გაეგრძელებინათ სვლა.
მოგზაური – ადამიანია. ციცაბო ბილიკი, რომელზეც ის მიდის, ცხოვრების გზაა. ქვის ლოდი წინააღმდეგობებია მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ხვდება მას.
ყველაზე ძლიერმა ადამიანმეც კი ვერ შეძლო ლოდის ადგილიდან გადაგორება, მაგრამ უფალი არასრდროს ტოვებს და მუდამ ეხმარება იმას, ვინც ყოველდღიურად წმიდა გულით არის მისკენ მიმართული. როდესაც ადამიანები გაერთიანდნენ და ილოცეს, ქვის ლოდიც ადვილად დაიმორჩილეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან