რელიგია

ბერ-მონაზვნებზე

№39

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.10, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

✔️ჭეშმარიტი ბერები და მონაზვნები ამქვეყნად მოსიარულე უფრთო ანგელოზები არიან.

✔️ბერობაზე დიდი გმირობა დედამიწაზე არ არსებობს.

✔️როგორ შეიძლება, მონაზონი იყოს კარგად, როდესაც ერს უჭირს.

✔️ვაი იმ ბერსა და მონაზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არ სტკივა.

✔️ ცუდ მონაზვნობას კარგი დედობა სჯობია.

✔️ ბერი და მონაზონი ქადაგების დროს ისე უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ეკურთხნენ.

✔️ შეხედეთ შიო მღვიმელის ხატს, წინათ ქართველი მამები ასეთი სამონაზვნით, კუნკულ-ბარტყულით იმოსებოდნენ. ნუ დაივიწყებთ მათ წესს.

✔️სიბრიყვეა, როცა გამოუცდელი და პირტიტველა ბიჭები აჰყავთ ბერის ხარისხში.

✔️მონასტერში და სემინარიაშიც კაცი რწმენის მიხედვით უნდა მიიღონ და არა მხოლოდ საგნების ცოდნით.

✔️წმიდა ბერის გარეშე მონასტერი საერთო საცხოვრებელ ბინას ჰგავს.

✔️წინამძღვრის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ მოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთ.

✔️მონაზონისთვის ქება-დიდებაზე დიდი მტერი არ არსებობს. იგი მონაზვნის სულს ჭაობივით ხდის. სხვა არის, როდესაც მონაზონს უჭირს და დათრგუნულია, მაშინ შეიძლება, მისი განმტკიცებისა და აღდგინებისთვის კიდეც შეაქო იგი.

✔️ბერს თუ მონასტრიდან აგდებენ, უნდა ითხოვოს, რომ არ გააგდონ, ხოლო თუ მაინც გააგდებენ, უნდა ევედრებოდეს, რომ დააბრუნონ. და თუ არ დააბრუნებენ, უნდა ილოცოს, რომ დაბრუნდეს. ამქვეყნად თუ უფალმა ჯოჯოხეთი არ გამოგაცდევინა, ისე სასუფეველში როგორ მოხვდები.

✔️მორჩილება უპირველესია, თუ მონაზონი უვლის მძიმე ავადმყოფს, მას შეუძლია წირვა–ლოცვაზე დაუსწრებლად მივიდეს პირდაპირ ზიარების დროს და ეზიაროს.


წმიდა მამა გაბრიელის

სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა