რჩევები

თუ ფორმაში სწრაფად ჩადგომა გსურთ, სახლში მომზადებული, ცხიმის დამწველი კოქტეილები დაგეხმარებათ

№1

ავტორი: ანი რევია 17:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ხშირ შემთხვევაში, ცხიმი მთელ სხეულზე არ ნაწილდება და ძირითადად, სხეულის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთზე გროვდება, მაგალითად: მუცელზე, საჯდომზე, გვერდებზე და ასე შემდეგ. თუ გადახვალთ სწორ კვებაზე, დაიწყებთ ვარჯიშს და ამას დაამატებთ ცხიმის დამწველ კოქტეილებს, რომელთა რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, მაშინ შედეგი გარანტირებული გექნებათ. ასეთ კოქტეილებს კი სახლის პირობებშიც მარტივად მოამზადებთ.

* კიტრის, იმბირის, ლიმონისა და პიტნის კოქტეილი – აწყნარებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, გამოაქვს ზედმეტი სითხე, აჩქარებს მეტაბოლიზმს: 1 ჩაის კოვზი გახეხილი იმბირი, 1 გათლილი და მრგვალად დაჭრილი კიტრი, 1 წვრილად დაჭრილი ლიმონი და10 ფოთოლი პიტნა აურიეთ ერთმანეთში, დასხით 2 ლიტრი სუფთა წყალი და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში. ეს რაოდენობა 1 დღე-ღამის განმავლობაში უნდა მიიღოთ;

* პომიდვის, წიწაკის, კომბოსტოს, ტომატისა და ნიახურის კოქტეილი - ეს ნაზავი, შესანიშნავად წვავს ცხიმებს. 1 თავი კომბოსტო, 2 ცალი გრძელი ტკბილი წიწაკა, 4 პომიდორი, 100 გრამი ნიახური დაჭერით წვრილად და 500 მილილიტრი ტომატი. გაზზე დადგით, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით და გააგრილეთ. შეგიძლიათ, მიირთვით ცივი ნებისმიერი რაოდენობით;

* კივის, ლიმონისა და პიტნის კოქტეილი – აჩქარებს მეტაბოლიზმს. 1 კივი, 1 ლიმონის ნაჭერი, 7 ფოთოლი პიტნა და 100 მილილიტრი წყალი დააბლენდერეთ, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიირთვით;

* გრეიპფრუტის, ანანასის, კეფირის, გოგრის თესლისა და ქოქოსის ზეთის კოქტეილი – 4 ნაჭერი ანანასი, მეოთხედი გრეიპფრუტი, 250 მილილიტრი კეფირი, 30 გრამი გოგრის თესლი, 30 გრამი ქოქოსის ზეთი დააბლენდერეთ და მიირთვით.

* კეფირის, წიწაკის, დარიჩინისა და იმბირის კოქტეილი – 250 მილილიტრი კეფირი, ნახევარი ჩაის კოვზი წითელი წიწაკა, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და იმბირი კარგად დააბლენდერეთ და მაშინვე დალიეთ, უმჯობესია, ძილის წინ.

* ტკბილი კოქტეილი – 250 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, ერთი ცალი დარიჩინის ჩხირი, კარგად დააბლენდერეთ და მიიღეთ დილით. ის მოგცემთ ენერგიას და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

ეს კოქტეილები შეგიძლიათ, გამოიყენოთ შიმშილის დროს, როგორც საკვები. ისინი ორგანიზმს აწვდიან ვიტამინებს და არ შეიცავენ ზედმეტ კალორიებს.

იმისათვის, რომ ეფექტი გააძლიეროთ, ყოველდღიურ საკვებ რაციონში შეიტანეთ წვნიანები, სანელებლები, თხილეული, მწვანილი, იოგურტი, კეფირი, რძე, იმბირი, სელის თესლი, სტაფილო, კიტრი, წიწაკა, ისპანახი, სალათის ფურცელი. ამასთან ერთად, თუ თქვენ რეგულარულად ივარჯიშებთ, ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი სხეულიდან ცხიმი ნელ-ნელა ქრება და სასურველ ფორმაშიც მალე ჩადგებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი