რჩევები

წონაში დასაკლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებელი სტაფილოს 3-დღიანი დიეტა

№45

ავტორი: ანი რევია 11:00 15.11, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

სტაფილოს დიეტის უპირატესობა ის გახლავთ, რომ წონაში უსაფრთხოდ კლებასთან ერთად, საგრძნობლად უმჯობესდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის პროცესი. სტაფილო მდიდარია სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებით, მიკროელემენტებით, უჯრედისითა და ფრუქტოზით. ისინი, ერთობლიობაში, ათავისუფლებენ ნაწლავებს შლაკებისა და ტოქსინებისგან. რეკომენდებულია დიეტის დროს დღეში, მინიმუმ, 2 ლიტრი წყლის დალევა. ამ დიეტის დაცვა საკმაოდ რთულია, თუმცა, შედეგიანი. დიეტის დასრულების შემდეგ მიირთვით დიეტური ფაფები, წვნიანები, ბოსტნეულის სალათები. სტაფილოს დიეტის დაცვა სრულიად საკმარისი იქნება თვეში ერთხელ.

პირველი დღე

საუზმე: 250 მილილიტრი უცხიმო კეფირი, სტაფილოსა და ვაშლის სალათა.

სადილი: სტაფილოს, კომბოსტოსა და ბულგარული წიწაკის წვნიანი.

სამხარი: სტაფილოსა და ფორთოხლის წვენი.

ვახშამი: სტაფილოს წვენი.

მეორე დღე

საუზმე: 2 მწვანე ვაშლი.

სადილი: 1 ნაჭერი ქათმის მოხარშული თეთრი ხორცი, უცხიმო ხაჭო, გახეხილი სტაფილო ზეითუნის ზეთით.

ვახშამი: სტაფილოსა და ვაშლის სალათა ლიმონის წვენით.

მესამე დღე

საუზმე: 250 მილილიტრი უცხიმო კეფირი და 2 ცალი გახეხილი სტაფილო.

სადილი: სტაფილოს, კომბოსტოსა და ბულგარული წიწაკის წვნიანი.

ვახშამი: ვაშლის, კივისა და სტაფილოს სალათა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი