წიწიბურას მარტივი დიეტა – კვირაში მინუს 5 კილოგრამი და გაწმენდილი ორგანიზმი
ავტორი: ანი რევია 11:00 03.05, 2021 წელი

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით, ერთ კვირაში, მაქსიმუმ, ხუთ კილოგრამამდე ზედმეტი წონის დაკლებაა შესაძლებელი.
საღამოს მოხარშეთ 2 ჭიქა წიწიბურა 5 ჭიქა უმარილო წყალში. დილით, გაღვიძებისთანავე, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. ნახევარი საათის შემდეგ კი, მიირთვით 3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურას პირველი წილი, კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი. სადილზე მიირთვით მეორე ნაწილი, ვახშამზე კი – მესამე. შუალედებში, აუცილებელია ორ ლიტრამდე სითხის მიღება, მაგრამ გაზიანი და ტკბილი – იკრძლება. დიეტა მკაცრია, მაგრამ შედეგი ამად ღირს. თან ორგანიზმი იწმინდება და სიმსუბუქეს მალევე იგრძნობთ.
წიწიბურას დიეტის გამეორება, მხოლოდ 1 თვის შემდეგ არის რეკომენდებული. დიეტის დასრულების შემდეგ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დილაობით ისევ წიწიბურა მიირთვათ. წონის შესანარჩუნებლად კი შეზღუდეთ ტკბილეული და მარილიანი საკვები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან