წიწიბურას მარტივი დიეტა და 2 კვირაში მინუს 10 კილოგრამი
ავტორი: ანი რევია 11:00 27.09, 2021 წელი

ბევრ ადამიანს არ აქვს ნებისყოფა და საშუალება, დაიცვას მკაცრი დიეტები, მისდიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეგულარულად სწორად იკვებოს. თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, წიწიბურას მარტივი დიეტა, სწორედ, თქვენზეა ზედგამოჭრილი – სხეული მოკლე დროში სასურველ ფორმაში დგება, ზედმეტ კილოგრამებს შიმშილის გარეშე კარგავთ და თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ. სულ ორი კვირა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ წონაში 7-დან 10 კილოგრამამდე დაიკლოთ. თან, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს, დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან.
მთავარია, სწორად მოამზადოთ. ამისათვის კი აუცილებელია, ღამით დაასხათ წიწიბურას ადუღებული წყალი პროპორციებით: ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი და თავზე დაახუროთ მჭიდროდ. დილით კი ნელ ცეცხლზე მოხარშეთ, მარილისა და შაქრისა გარეშე. ამ დიეტაში აქცენტი მარილზეა, რადგან სწორედ, ის იწვევს შეშუპებასა და ცელულიტის ჩამოყალიბებას, ასევე, აძლიერებს პროდუქტის გემოს, რაც მადის მომატებას უწყობს ხელს.
მომზადებული წიწიბურა გაყავით 5 ულუფად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. სვით, რაც შეიძლება, ბევრი წყალი, შეგიძლიათ, მიირთვათ ჩაიც და ყავაც, ოღონდ შაქრის გარეშე, მაგრამ არა უმეტეს ორი ფინჯნისა. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ, ჭამეთ ვაშლი, კიტრი, ბოსტნეულის სალათები სანელებლების გარეშე. კატეგორიულად იკრძალება, საკვების მიღება 18 საათის შემდეგ.
რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დიეტის შემდეგ, სადილი გაამრავალფეროვნეთ ხილით, ვახშმად დაუმატეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. დიეტის შემდგომი კვირის განმავლობაში, რაციონში შეიტანეთ კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი, ხილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან