რჩევები

თმის ნატურალური და ეფექტური ნიღბები

№48

ავტორი: ანი რევია 11:00

რჩევები
დაკოპირებულია

წელიწადის ნებისმიერ სეზონზე თმა განსაკურებულ მოვლას საჭიროებს. საკუთარი ხელით მომზადებული ნატურალური ნიღბები თმას გააძლიერებს, დაუბრუნებს ბზინვარებას და ქერტლსაც მოგაშორებთ.

კარგია, თუ ყოველი დაბანის შემდეგ თმაზე თბილ წყალში გახსნილ ვაშლის ძმარს გადაივლებთ. ის თმას არბილებს, აშორებს ქერტლს და ანიჭებს ბზვინვარებას. ასევე, კარგია მაიონეზისა და ლიმონის წვენის ნაზავი. ეს კომბინაცია თმას ამაგრებს და იცავს ნეგატიური ზემოქმედებისგან.

ნიღაბი ყველა ტიპის თმისთვის – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს კონიაკი და თაფლი. დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა წაისვით სუფთა თმაზე, გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ. ბოლოს გადაივლეთ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი.

თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგო ნიღაბი – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ალოეს წვენი, თაფლი და კვერცხის გული. მიღებული მასა წაისვით სუფთა თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

თმის ცვენის შემაჩერებელი და გაყოფილი ბოლოების აღმდგენი ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თაფლს დაუმატეთ 1 კვერცხი და 2 სადილის კოვზი ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებული ნიღაბი გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 45 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

თმის სიგრძეში გასაზრდელი ნიღაბი – ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია თვეში 3-ჯერ. მისთვის დაგჭირდებათ 1 სადილის კოვზი დემიქსიდი, რომელიც თავისუფლად იყიდება აფთიაქებში და 3 სადილის კოვზი ქაცვის ზეთი. შეათბეთ ქაცვის ზეთი, დაუმატეთ დემიქსიდი და კარგად შეიზილეთ თმის ძირებსა და თავის კანში. კარგად შეიფუთეთ პირსახოცით და გაიჩერეთ 2 საათი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. გარდა თმის სწრაფად ზრდისა, ეს ნიღაბი თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს ანიჭებს.

თმის ბზინვარებისა და დარბილების ეფექტის მიმნიჭებელი ნიღაბი – 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა რძე კარგად ათქვიფეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი