რჩევები

თევზის დიეტა

№13

ავტორი: ანი რევია 11:00 03.04, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

თევზის დიეტა ხელს უწყობს წონაში კლებას და იმავდროულად, ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითაც ამარაგებს. კერძოდ, D ვიტამინით, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ამ დიეტის დაცვით, ოთხ დღეში ორ კილოგრამს დაიკლებთ. ამ დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ შაქარი და ტკბილეული, მარილის რაოდენობა კი შეზღუდოთ.

თევზის დიეტური სახეობებია: სუდაკი, ხეკი, თინუსი, კამბალა, სკუმბრია, ვირთევზა, ნავაგა. დიეტის პერიოდში, ზღვის პროდუქტების გარდა, შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა. საკვების მიღება სასურველია ერთსა და იმავე დროს, ხოლო ვახშამი ექვს საათს არ უნდა გადააცილოთ.

დიეტის განმეორება რეკომენდებულია რვა კვირის შემდეგ.

პირველი დღე

საუზმე – 150 გრამი ორთქლზე მომზადებული თევზი, 150 გრამი უცხიმოდ, ცოტაოდენი წყლის დამატებით მოშუშული კომბოსტო, უშაქრო ჩაი.

სადილი – 200 გრამი ბოსტნეულის წვნიანი.

სამხარი – ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.

ვახშამი – 150 გრამი მოხარშული თევზი და სტაფილოს სალათა, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 3 ცალ გახეხილ სტაფილოს მოასხით ცოტა ძმარი და ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ცოტა ხმელი ქინძი.

მეორე დღე

საუზმე – 150 გრამი მოხარშული თევზი, უშაქრო ჩაი და რამდენიმე შავი ქლიავის ჩირი.

სადილი – 2 ცალი თევზის კატლეტი და კომბოსტოს მწნილი.

სამხარი – ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.

ვახშამი – 200 გრამი მოხარშული თევზი და ხილის ახალგამოწურული უშაქრო წვენი.

მესამე დღე

საუზმე – 150 გრამი მოხარშული თევზი და უშაქრო ჩაი.

სადილი – 1 ულუფა უხორცო ბორში.

სამხარი – ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.

ვახშამი – 100 გრამი მოხარშული თევზი, უშაქრო ჩაი ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად.

მეოთხე დღე

საუზმე – 150 გრამი მოხარშული თევზი, 1 ცალი ბოლოკი, ერთი ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური და უშაქრო ჩაი.

სადილი – 200 გრამი თევზის წვნიანი, მწვანე სალათის ფურცლები.

სამხარი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი და 2 ცალი კიტრი.

ვახშამი – 2 ცალი თევზის კატლეტი, 200 გრამი მოშუშული სტაფილო ხახვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა