რჩევები

სწრაფი დიეტა

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 22.09

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტით 3 დღეში 2 კილოგრამს დაიკლებთ, ორგანიზმი გაჯერებული იქნება ვიტამინებით, ხოლო C ვიტამინის წყალობით, კანი გახდება ელასტიკური და ხავერდოვანი. ორ-სამ თვეში სასურველ იდეალურ წონას რომ მიაღწიოთ, საკმარისია, ეს დიეტა თვეში ორ-სამჯერ დაიცვათ.

მენიუს გარდა, აუცილებელია ფიტნესი და მოძრაობა. წესად შემოიღეთ ყოველდღიური 10-წუთიანი ვარჯიში და ფეხით სიარული. ეს დიეტას ცხიმების დაწვაში დაეხმარება.

მიიღეთ დღეში 1 გრამი C ვიტამინი, ციტრუსების ან დრაჟეს სახით. ამით ცხიმების დაწვას შეუწყობთ ხელს. დღე-ღამის განმავლობაში დალიეთ 1 ლიტრამდე გაზგასული მინერალური წყალი და 1 ლიტრამდე მწვანე ჩაი.

9-10 საათი – საუზმე: მიუსლი ხილით – ერთმანეთში აურიეთ 1 ცალი წვრილად დაჭრილი ვაშლი, 100 გრამი ყურძენი, 100 მილილიტრი უცხიმო იოგურტი, 50 გრამი „ჰერკულესი“ და 1 სადილის კოვზი თაფლი.

13-14 საათი – სადილი: ერთმანეთში აურიეთ 150 გრამი ხაჭო, 1 ცალი წვრილად დაჭრილი პატარა, ვაშლი, 1 ცალი წვრილად დაჭრილი პატარა მსხალი, 50 გრამი დაჭრილი მანგო, 50 გრამი „ჰერკულესი“.

16-17 საათი – სამხარი: 3 ცალი ბლინი კენკრით, 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი.

19-20 საათი – ვახშამი: ხილისა და ბოსტნეულის სალათა – პატარა ნაჭრებად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ 2 ცალი კივი, 1 კანგაცლილი პომიდორი, 1 ცალი ვაშლი და 1 ცალი მსხალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა