სწრაფი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00

ეს დიეტა საკმაოდ სწრაფად დაგაკლებინებთ წონაში, კერძოდ, თუ ნებისყოფა გეყოფათ, ხუთ დღეში მინიმუმ ოთხ ზედმეტ კილოგრამს მოიკლებთ. ამისთვის კი ხუთი დღის განმავლობაში, დილით, საუზმეზე მხოლოდ ერთი კარგად მოხარშული კვერცხი უნდა მიირთვათ, სამი საათის შემდეგ კი, დაახლოებით 150 გრამი უცხიმო ხაჭო და მიაყოლოთ უშაქრო მწვანე ჩაი. სამი საათის შემდეგ, კვლავ 150 გრამი ხაჭო და უშაქრო მწვანე ჩაი. ძილის წინ კი, მხოლოდ მწვანე უშაქრო ჩაი.
როცა შიმშილი შეგაწუხებთ, მიირთვით უმი, გახეხილი სტაფილო, ზეთისა და ყოველგვარი დანამატის გარეშე. ასევე, სვით მინერალური წყალი და ბევრი იარეთ ფეხით.
ვინაიდან დიეტა საკმაოდ მკაცრია, მისი გამეორება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ. ხოლო დიეტის შემდგომ, წონა რომ შეინარჩუნოთ, ეცადეთ, მსუბუქად დანაყრდეთ და მოერიდოთ ტკბილეულს, შემწვარ, ცხიმიან საკვებსა და საფუარიან პურ-ფუნთუშეულს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან