რჩევები

სწრაფად გასახდომი და ორგანიზმის გამწმენდი ბრინჯის 7-დღიანი დიეტა

№8

ავტორი: ანი რევია 11:00 28.02, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ბრინჯს აქვს უნარი, შეიწოვოს და ორგანიზმიდან გამოდევნოს მავნე ნივთიერებები, მათ შორის მარილები და წიდები. ის დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის.

დიეტის დაცვისას აუცილებელია სვათ ბევრი სითხე. თუმცა, რადგან ბრინჯს ორგანიზმიდან გამოაქვს მარილი, საჭმლის მიღების შემდეგ, წყალს მაშინვე ნუ მიიღებთ, რათა ბრინჯმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. ჭიქა წყლის დალევა შეგიძლიათ ჭამამდე 20 წუთით ადრე ან ჭამიდან საათი-საათნახევრის შემდეგ. დიეტა შვიდდღიანია, უსწრაფესად ასუფთავებს ორგანიზმს და იმავდროულად, წონაში სწრაფად კლებასაც უწყობს ხელს.

ყოველდღიურ მენიუში შედის 500 გრამი მოხარშული ბრინჯი, დანარჩენი დანამატი კი თავად უნდა განსაზღვროთ.

500 გრამ მოხარშულ ბრინჯს შეგიძლიათ, დაამატოთ ორთქლზე მომზადებული თევზი, მოხარშული ხორცი, ახალი ხილი ან ბოსტნეული, თუმცა „დამატების“ რაოდენობამ 200 გრამს არ უნდა გადააჭარბოს დღეში.

შეგიძლიათ, დღის განმავლობაში, წყალთან ერთად სვათ უშაქრო მწვანე ვაშლის ნატურალური წვენი, მწვანე ჩაი ან გაზგასული მინერალური წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა