რჩევები

შვრია - უნებარი საშუალება სახის კანისთვის

№15

ავტორი: ანი რევია 10:00 24.04

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თუ გსურთ შავი წერტილები, გამონაყარი, ჭორფლი და ლაქები სახის კანიდან მოიშოროთ, მაშინ სახე შვრიით უნდა დაიბანოთ. ამით, კანი საოცრად ჯანმრთელ იერს მიიღებს და ფერიც გაგიუმჯობესდებათ.

სახის შვრიით დაბანა, განსაკუთრებით მიზანშეწონილია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის: აიღეთ ერთი მუჭა შვრიის ბურღული, დაასხით იმდენი თბილი წყალი, რომ ფაფის მასა მიიღოთ. დამბალი შვრია სახის კანში შეიზილეთ და თითების ნაზი მოძრაობით კარგად დაიმასაჟეთ. რამდენიმე წამში შვრიის ბურღული აქაფებას დაიწყებს და სახის გასუფთავებასაც. თუ ამ პროცედურის შემდეგ სახეზე სიწითლეები გაჩნდება, არ შეგეშინდეთ, ცოტა ხანში, სიწითლე დაცხრება და კანი ერთგვაროვან და ჯანსაღ ფერს მიიღებს. თუ ერთი კვირის განმავლობაში შვრიით სისტემატურად დაიბანთ სახეს, კანზე ყველანაირი პრობლემა მოგვარდება. ამ პროცედურის ჩატარება კარგია როგორც დილით, ასევე, საღამოს.

თუ არ ხართ ალერგიული, შვრიისა და თაფლის სახის ნიღაბი საუკეთესოა: ჩაალბეთ შვრიის ფანტელი ცოტა წყალში, დაამატეთ თაფლი და კანი ამ მასით თითების წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა საგრძნობლად აჯანსაღებს სახის ფერს.

ყავის საფქვავში დაფქვით 3 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი და დაამატეთ იმდენი ნაღები, რომ ბლანტი მასა მიიღოთ (თუ კანი ცხიმიანი გაქვთ, უმჯობესია, ნაღები რძით შეცვალოთ). მიღებული მასა დაიდეთ ნოტიო სახის კანზე და გაიწმინდეთ სახე მსუბუქი მასაჟური მოძრაობით. შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნაზი და მგრძნობიარე სახის კანის დასაბანად 1 სადილის კოვზ დაფქული შვრიის, გვირილის, მრავალძარღვასა და პიტნის თანაბარი რაოდენობის ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დატოვეთ თავდახურული 10 წუთით. შემდეგ, დაამატეთ 1 სადილის კოვზი სახამებელი და სახე მიღებული ჟელეთი დაიბანეთ. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.

სახის მოშვებული კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში 3 სადილის კოვზი დაფქული ბარდა, 3 სადილის კოვზი შვრია, ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნარევი არ უნდა გამოვიდეს წებოვანი, უნდა იყოს ფხვიერი, გრანულებივით. ცოტაოდენი დაიყარეთ ხელის გულზე და დაუმატეთ წყალი ფაფის კონსისტენციის მისაღებად. წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 5 წუთით, შემდეგ წრიული მოძრაობებით ჩამოიბანეთ, თბილი წყლით. გამოიყენეთ ეს დასაბანი საშუალება ყოველდღიურად და კანთან პრობლემები არ გექნებათ. შეგიძლიათ, შეინახოთ დახურულ მინის ჭურჭელში 1 თვის განმავლობაში.

თუ სახის კანმა სიგლუვე დაკარგა, აურიეთ 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი 1 სადილის კოვზ ანადუღარ წყალში, დაამატეთ 2 სადილის კოვზი დაფქული შვრია და დილაობით, ამ მასით დაიმასაჟეთ სახის კანი. იდეალურია როგორც მშრალი, ასევე, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. ავიწროებს ფორებს და კანს ანიჭებს სიგლუვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა