რჩევები

რომელი პროდუქტი იწვევს გასუქებას და დღეში რამდენი წუთი უნდა ირბინოთ, რომ დაიკლოთ

№42

ავტორი: ანი რევია 11:00 23.10

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

წონაში დასაკლებად მარტივი, უფასო და ეფექტური გზა სირბილია. თუმცა, ფიზიკურ აქტივობას სერიოზული მომზადება სჭირდება, რადგან პატარ-პატარა შეცდომებს იქამდე მივყავართ, რომ წონას საერთოდ არ ვკარგავთ. მოკლე დისტანციაზე სირბილისას სხეული ღვიძლისთვის შენახულ ენერგიას იყენებს. მას შემდეგ, რაც გლიკოგენი ამოიწურება და მთლიანად დაიხარჯება, იწყება ცხიმის წვა. ეს პროცესი, დაახლოებით, 30-40 წუთს გრძელდება. ასე რომ, ორგანიზმი 40-წუთიანი სირბილის შემდეგ იწყებს ცხიმის გამოყენებას, რათა ენერგია განაახლოს. თუ თქვენი ვარჯიში 30 წუთს გრძელდება, გლიკოგენის მარაგი სწრაფად აღდგება და ცხიმის მასა უცვლელი რჩება. წონაში დასაკლებად 50 წუთს მაინც უნდა ივარჯიშოთ. აუცილებლად ისაუზმეთ დილით. ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმს, რომ მთლიანად გაიღვიძოს. ვარჯიში აუცილებელია რეგულარულად. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მიიღებთ.

სირბილამდე, ცოტა ხანი ორგანიზმის გახურებას დაუთმეთ. პირველი 5-7 წუთი იძუნძულეთ, ხოლო შემდეგ, 10-15 წუთის განმავლობაში სიჩქარე გაზარდეთ.

აქვე შემოგთავაზებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც წონაში მომატებას იწვევს:

კარაქი და ყველი – თუ ყოველდღიურ რაციონში ამ პროდუქტებს შეიტანთ, წონაში აუცილებლად მოიმატებთ.

დესერტი – მაღალკალორიული დესერტი, როგორიცაა ნაყინი, ნამცხვარი, ჩიზქეიქი და ასე შემდეგ, წონაში მატებას უწყობს ხელს. კრემიანი და ნიგვზიანი ნამცხვრები გაცილებით კალორიულია, ვიდრე ხილისგან დამზადებული. ნამცხვრის ან ჩიზქეიქის 1/8 ნაწილი 300-400 კალორიას მაინც შეიცავს, ხოლო ნახევარი ფინჯანი ვანილიანი ნაყინი – 135 კალორიას.

ხილის ჩირი – გამხმარ ხილში შაქრის მაღალი შემცველობა და წყლის ნაკლებობაა. თუ ჩირი გიყვართ ან ტკბილეულის მისით ჩანაცვლებას აპირებთ, მოხმარების რაოდენობა შეზღუდეთ.

ხილის წვენი – ხილის წვენი შეიძლება, იმდენივე რაოდენობის შაქარს შეიცავდეს, რამდენსაც გაზიანი სასმელები. წვენების სმა გლუკოზის რაოდენობას ზრდის, ღვიძლი კი მათ მარაგს ინახავს. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც იმატებთ წონაში.

შემწვარი პროდუქტები – ნებისმიერი სახის შემწვარი პროდუქტი წონაში მატებას იწვევს.

კარტოფილი – ნებისმიერი გზით მომზადებული კარტოფილი, მოხარშული, დაპრესილი, შემწვარი, თანაბრად მავნებელია თქვენი ფიგურისთვის. სცადეთ, მიირთვათ ბოსტნეულთან, მაგალითად, ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად. ბოსტნეული საკვებში სახამებლის გავლენას შეამცირებს.

ნახშირწყლებით მდიდარი ბოსტნეული – თუ ფორმის შენარჩუნება გსურთ, ასეთი ბოსტნეულის ჭამა უნდა შეზღუდოთ. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სიმინდი და კარტოფილი, სისხლში შაქრის შემცველობას ზრდის. სახამებელი ორგანიზმისთვის სასარგებლო, მხოლოდ ზომიერი რაოდენობითაა.

მარცვლოვნები – ნუ მიიღებთ მარცვლეულ პროდუქტებს საუზმეზე. ცხიმის მასას კიდევ უფრო შეგინარჩუნებთ, თუ მას რძეს ან ხილის ჩირს დაუმატებთ.

დამუშავებული ხორცი – ასეთი სახის ხორცი, წონაში მატების რისკს ზრდის. წითელი ხორცი, საკმაოდ კალორიულია.

პროდუქტები საფუარის გარეშე – თუ ფიქრობთ, რომ საფუარის გარეშე პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არ გაგასუქებთ, ძალიან ცდებით. ყველაფრის მიუხედავად, მათში საკმაო რაოდენობითაა შაქარი, ცხიმი და რაც მთავარია, კალორია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა