რჩევები

როგორი ვარცხნილობა და თმის ფერი შეესაბამება თქვენს ვიზუალსა და ასაკს

№52

ავტორი: ანი რევია 13:00 08.01

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თმის ვარცხნილობა და მისი ფერი, გარდა იმისა, რომ ადამიანის გემოვნებაზე მეტყველებს, მის გარეგნობასაც საკმაოდ ცვლის. არასწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა და ფერი კი ასაკსაც მატებს.

თუ გაინტერესებთ, როგორი ვარცხნილობა და თმის ფერი მოგიხდებათ და შეესაბამება თქვენს ვიზუალსა და ასაკს, ამას ქვემოთ მოყვანილ რჩევებში ამოიკითხავთ:

* თუ ჯანმრთელი თმის ღერები გაქვთ და ცვენას არ უჩივით, არ არის აუცილებელი, ძალიან მოკლე ვარცხნილობა გქონდეთ, რადგან ეს ასაკს იმაზე ბევრად მატებს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სჯობს, თმა გაიზარდოთ და სხვადასხვა ვარცხნილობა გაიკეთოთ. რაც თქვენს მრავალფეროვან ხასიათს და გემოვნებას გაუსვამს ხაზს;

* თუ სალონს იშვიათად სტუმრობთ და სახლის პირობებში გიწევთ თმის მოვლა, მაშინ ჯობია, სიგრძე შეამციროთ, რადგან გრძელ თმას განსხვავებული მოვლა და მუდმივად წესრიგში ყოფნა სჭირდება, რაც საკმაოდ რთულია და ბევრ დროსაც მოითხოვს. ნაკლებად მოვლილი თმა კი ასაკს უფრო მოგიმატებთ;

* მუქ თმაში თქვენი კანის ფერი უფრო მკვეთრად ჩანს და ყველა დეტალი, იქნება ეს ნაოჭი, გამონაყარი თუ ფერიმჭამელები, სახეზე კიდევ უფრო მეტად იკვეთება. ამასთან ერთად, ზედმეტად მუქი თმა ნაკლებად „მხიარულად“ გამოიყურება, უფრო სოლიდურ ელფერს გმატებთ და მკაცრ გამომეტყველებასაც გაძლევთ, რაც თქვენს ასაკს ადიდებს;

* ერთი და იმავე ფერის კანი და თმა თქვენს ვიზუალს ბუნდოვანს ხდის, რის გამოც იკარგება თვალის ჭრილი, ცხვირის ფორმა, ტუჩის მოყვანილობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ადამიანის გარეგნობაში;

* ღია ფერფლისფერი თმა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ასაკში შესულ ქალებში, არამედ ახალგაზრდა თაობაშიც. თუმცა, ყველას როდი უხდება. გააჩნია როგორ არის შეხამებული ის თქვენი კანის ფერთან, რა ტონები არის მასში გაერთიანებული და რამდენად ახალგაზრდა სახის კანი გაქვთ. გარდა ამისა, ეს ფერი ხშირად საჭიროებს განახლებას, რათა ბზინვარება არ დაეკარგოს და ბუნებრივ ჭაღარას არ დაემსგავსოს;

* თუ თქვენ 30-35 წელს გადააბიჯეთ, უმჯობესია, ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ და აკადემიურ ფერებს მიმართოთ, რადგან ასეთ დროს დიდი ალბათობაა, არასასურველი შედეგი მიიღოთ და გამოსწორებას კი ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს. ხშირი ღებვის დროს თმის სტრუქტურაც ზიანდება და დროთა განმავლობაში, თუ ყურადღება მოადუნეთ და მისი მოვლა-შეღებვა დააგვიანეთ, თმა ბზინვარებას დაკარგავს და უსიცოცხლო გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი