რჩევები

როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად ტუჩსაცხის ფერი

№11

ავტორი: ანი რევია 11:00 21.03

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ნამდვილად არ არის რთული იმის გაგება, რომელი ფერის პომადა მოგიხდებათ. ეს რომ ზუსტად განსაზღვროთ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სახის კანის, თმისა და თვალის ფერი და ამასთანავე, ტუჩის ფორმა.

თუ გინდათ, გაიგოთ, რომელი ფერის პომადა მოუხდება თქვენს ვიზუალს, სახესა და კანის ფერს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქერა თმას ძირითადად, ნაზი ატმისფერი და ვარდისფერი უხდება; ჟღალ თმას, ტერაკოტა და წითელი; მუქ თმას კი, ფაქტობრივად, ნებისმიერი ფერი.

თუ თხელი ტუჩები გაქვთ, ვიზუალურად მეტი მოცულობის მისანიჭებლად საუკეთესო საშუალებაა „პერლამუტრნარევი“, ნაზი ფერები ან „ბლესკი“. სქელი ტუჩების პატრონებმა კი, „ბლესკი“ არ უნდა იხმარონ და მკვეთრ ფერებსაც მოერიდონ.

წელს ძალიან აქტუალურია წითელი ფერის პომადა. თუმცა, ის ყველა ადამიანს როდი უხდება. პომადის ფერი ჰარმონიაში უნდა იყოს სახისა და თმის ფერთან. თუ გაქვთ ღია ფერის კანი და ასევე, ღია ფერის თმა, თავი უნდა შევიკავოთ მკვეთრი ფერის პომადისაგან, რადგან ასეთი ფერების შეთანხმება, ძალიან ვულგარულად ჩანს. უმჯობესია, ასეთმა ქალბატონებმა შეარჩიონ სადა ფერის პომადა. თუ გაქვთ ღია ფერის კანი და მუქი ფერის თმა, მკვეთრი ფერის პომადა მოგიხდებათ. მათ შორის, წითელიც.

პომადის ფერის შერჩვისას წაისვით ის ხელის ზედაპირზე, ხელი მიიტანეთ სახესთან და ადვილად გაარკვევთ, მოუხდება თუ არა ის თქვენი სახის კანის ფერს. ტუჩსაცხი აუცილებლად განათებულ ადგილას წაისვით, რომ არასწორმა განათებამ, არ მოგატყუოთ. უმჯობესია, პომადა თქვენი ტუჩის ბუნებრივ ფერთან ერთი ან ორი ტონით მუქი შეარჩიოთ. ვარდისფერი და ღია წითელი კარგად ჯდება ყველა კანის ტონზე და თითქმის ყველა ჩაცმულობასა და თმის სტილს უხდება. ღია ფერის კანისთვის იდეალურია მარჯნისფერი წითელი ან მუქი წითელი ვარდისფერი ელფერით. საშუალო ან ფერმკრთალი კანისთვის ვარდისფერი, მოცვის ფერი და აგურისფერი წითელი. მუქი კანისთვის კი, წითელი, შინდისფერი ან ყავისფერი ელფერით.

ტუჩსაცხი ისეთი კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ადვილად შეიძლება, მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ, აუცილებელია, შეიძინოთ კარგი ხარისხის, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნებელი არ არის. პირველ რიგში, არჩევისას და შეძენისას აუცილებელია, მოითხოვოთ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც კარგი ხარისხის პროდუქციას ყოველთვის აქვს.

მისი ხარისხის შესამოწმებლად, ასევე, შეგიძლიათ, აიღოთ ქაღალდი, გაუსვათ ერთი სწორი ხაზი. ის პომადა, რომელიც არაერთგვაროვნად ისმება, არ არის ხარისხიანი. ტუჩის საცხი ადვილად უნდა ისმებოდეს ტუჩზეც, მალე არ უნდა სცილდებოდეს, მისი წასმისას ტუჩზე არ უნდა გრძნობდეთ წებოვნებასა და არასასიამოვნო სუნს. ის, ასევე, უნდა უძლებდეს მზის სხივებს. პომადის ზედაპირი კი უნდა იყოს ერთგვაროვანი. და, გაითვალისწინეთ, არცერთი პომადა ერთ წელზე მეტი არ შეინახოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი