რჩევები

როგორ უნდა მოუაროთ გამომშრალ და დაზიანებულ თმას

№32

ავტორი: ანი რევია 11:00 19.08, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სიცხეში თმა აქტიურად კარგავს მინერალებს და მარტივად ზიანდება. გარდა ამისა, მასზე საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს დამატებითი პროცედურები, რასაც პერიოდულად მივმართავთ ხოლმე. თმის მოსავლელ და აღსადგენ ყველაზე კარგ საშუალებად, ნატურალური პროდუქტი მიიჩნევა – ის, რაც სახლში ყველას გვაქვს. გთავაზობთ, რამდენიმე ნატურალური და ბუნებრივი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც დაიცავს თქვენს თმას დაზიანებისგან, აღადგენს მის ბზინვარებას და დაატენიანებს:

👉ზეითუნის ზეთი – ატენიანებს გამომშრალ თმას და მატებს მას ბზინვარებას. თბილი ზეთი წაისვით თმაზე და გადაინაწილეთ თანაბრად. დაიფარეთ საშხაპე ქუდი, რომელიც თქვენი თმის ტენიანობას უზრუნველყოფს, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით. პროცედურა რეგულარულად გაიმეორეთ ყოველ კვირას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ,

👉ძმარი – გამომშრალი და დაზიანებული თმის აღსადგენად საკმაოდ ეფექტურია დაბანის შემდეგ ძმრის გადავლება. ყოველი პროცედურის შემდეგ თქვენი თმა სასწაულებრივად ბზინვარე გახდება. გადაივლეთ ძმარი ბანაობის შემდეგ, სველ თმაზე ან ერთი სუფრის კოვზი შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ, დაახლოებით, 5-დან 10 წუთამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ეს მეთოდი კვირის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ და სასიამოვნო შედეგსაც ძალიან მალე იხილავთ;

👉კვერცხი – კვერცხის გული მდიდარია ცილებითა და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებსა და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალურ საშუალებად მიჩნევა. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა თბილი წყალი, მიღებული მასა გაინაწილეთ მთლიან თავზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ შამპუნი;

👉ლიმონი და თაფლი – ლიმონი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, თაფლი კი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა თმის ნიღბის დასამზადებლად, ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ თაფლს და დაუმატეთ ერთი ფინჯანი წყალი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და ეცადეთ, თავის კანს არ შეეხოთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ;

👉მინერალური წყალი – მინერალური, გაზიანი წყალი, თმის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა, რადგან მასში ნახშირორჟანგის საკმაოდ დიდი რაოდენობაა. გაზიანი და მინერალური წყალი ეხმარება თმას, აღიდგინოს ტენიანობა. გადაივლეთ ის დაბანის შემდეგ და ბუნებრივად გაიშრეთ;

👉მაიონეზი – ეს პროდუქტი თმას არა მარტო შეუდარებელ ბზინვარებას მიანიჭებს, არამედ შეამცირებს დაზიანებასა და სიმშრალეს. მაიონეზს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. შეიხვიეთ თმა საშხაპე ქუდით, გაიჩერეთ, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

👉ლუდი – გადაივლეთ ლუდი შამპუნის გამოყენების შემდეგ და ნახავთ, თმა როგორ დარბილდება. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ლუდის ნიღბის დამზადებაც. ამისთვის დაგჭირდებათ: 4 სუფრის კოვზი ლუდი, 3 სუფრის კოვზი რძე. ეს ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ გრილი წყლითა და შამპუნით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა