რჩევები

როგორ უნდა მოიცილოთ ზედმეტი თმა სხეულიდან სახლის პირობებში

№45

ავტორი: ანი რევია 10:00 19.11

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თუ ზედმეტი თმის მოცილება სხეულიდან ცვილის დეპილატორით გადაწყვიტეთ, ამისთვის არსებობს მარტივი რეცეპტი. კერძოდ, ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ: 1 ჭიქა გრანულირებული შაქარი, 1 ჭიქა თაფლი და ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი. ცვილის დეპილატორი ასე უნდა მოამზადოთ: ჩაყარეთ შაქარი პატარა ალუმინის ქვაბში და დადგით მაღალ ცეცხლზე, არ მოურიოთ. იდუღოს, სანამ შაქარი კარამელის კონსისტენციას არ მიიღებს. შემდეგ, დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. შეურიეთ ერთმანეთში ხის კოვზით. განაგრძეთ მორევა, სანამ მასა არ გადნება და ოდნავ ბლანტი კონსისტენციის არ გახდება. თუ მასა ძალიან სქელია, დაამატეთ 1 სადილის კოვზი წყალი. შემდეგ, გადმოდგით ქურიდან და გააგრილეთ. სანამ მასა გაგრილდება, დაიმუშავეთ კანი: მიიღეთ თბილი შხაპი და ადგილი, სადაც ცვილის დეპილატორი უნდა წაისვათ, კარგად გაიწმინდეთ საპნიანი ღრუბლით. სანამ ცვილს წაისვამთ, აუცილებლად კარგად უნდა გაიმშრალოთ და დაიმუშაოთ კანი სპირტის ხსნარით, დეზინფექციისთვის. ცვილი წაისვით თმის ზრდის მიმართულებით, ხოლო აფხრეწა საჭიროა თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. დეპილაციის შემდეგ, დასარბილებლად, კანი დაიმუშავეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით.

გაითვალისწინეთ, რომ ცვილი არ უნდა იყოს იმდენად ცხელი, რომ კანი დაგწვათ, კანზე დატანის დროს მხოლოდ სასიამოვნო სითბო უნდა იგრძნოთ. ცვილი არ წვავს კანს და არ იწვევს მის ტრავმირებას. ნუ შეგეშინდებათ, თუ კანი დეპილაციის მერე შეწითლებულია, ეს მალე გაგივლით.

შეგიძლიათ, მომზადებული ცვილი მოგვიანებითაც გამოიყენოთ, უბრალოდ, ის წასმამდე უნდა შეათბოთ.

როცა ინტიმურ ადგილებში თმას სახლის პირობებში იშორებთ, მეტი ყურადღება გმართებთ. ინტიმური ადგილების გასაპარსად არასდროს გამოიყენოთ დაძველებული საპარსი საშუალება, რადგან ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, გამონაყარსა და ქავილს. გაპარსვამდე 10 წუთით ადრე აუცილებელია ბიკინის ზონის დაორთქვლა თბილი წყლით. შედეგად, კანი რბილდება, იხსნება ფორები და გაპარსვის პროცესი მარტივდება. გაითვალისწინეთ, რომ მშრალად, დასველების გარეშე გაპარსვა აღიზიანებს კანს და პროცესს უფრო მტკივნეულს ხდის. ასევე, ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკურ ტრუსებს ბიკინის ზონის გაპარსვისთანავე, აირჩიეთ ბამბის თეთრეული, რომელიც ზედმეტად მჭიდრო არ იქნება და კანს არ გაგიღიზიანებთ. ასევე, ყურადღებით შეარჩიეთ პარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონი. კარგად გაეცანით მის შემადგენლობას, რათა კანი არ გაიღიზიანოთ. ლოსიონის ნაცვლად შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქოქოსის ზეთით ან ალოე ვერას ზეთით, რადგან ეს ორივე შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა