რჩევები

როგორ უნდა გამოიყენოთ ჟელატინი სახის კანის ნაოჭების გასასწორებლად და თმის მოცულობის გასაზრდელად

№20

ავტორი: ანი რევია 11:00 29.05

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს სიმტკიცეს და ჩნდება ნაოჭები, თმა კი შეთხელებას იწყებს. თუმცა, ამ პროცესების შენელება შესაძლებელია, რაშიც სხვადასხვა სპეციალური ნიღბები დაგეხმარებათ. უმჯობესია, არჩევანი შინაურ ნიღბებზე შეაჩეროთ და კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ნატურალური პროდუქტის კომბინირებით მიღებული ეფექტური საშუალებები გამოიყენოთ, რაც მოკლე დროში დაუბრუნებს თქვენს კანს სიმტკიცეს, ვიზუალურადაც გაგაახალგაზრდავებთ და თმასაც შესაბამის მოცულობას შეუნარჩუნებს. ამაში კი ჟელატინის ნიღბები დაგეხმარებათ. ის ერთგვარი ნატურალური კოლაგენია, დენატუირებული ცხოველური ცილა, რომელიც სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებისაა და თმის მოსავლელი საშუალებების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ჟელატინი, საკმაოდ ხელმისაწვდომია და რეცეპტიც – მარტივად მოსამზადებელი.

* ჟელატინის ნიღაბი ნაოჭების გასაგლუვებლად – 2 სადილის კოვზ ჟელატინს, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი წყალი და 30 წამით მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში. რომ გაფუვდება, დაუმატეთ თითო-თითო სადილის კოვზი თაფლი, რძე და დაქუცმაცებული ნახშირი, რომელიც აფთიაქში იყიდება. ამოურიეთ და ისევ მოათავსეთ ღუმელში, ახლა უკვე 10 წამით. როდესაც ნარევი ოდნავ გაგრილდება, კოსმეტიკური ფუნჯით კარგად წაისვით სახის კანზე, დაიტოვეთ 20-30 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი არაჩვეულებრივად წმენდს ფორებს ჭუჭყისა და სიბინძურისგან, ჭიმავს სახის კანს და ნაკლებად შესამჩნევს ხდის ნაოჭებს. სასიამოვნო ცვლილებები უკვე პირველი პროცედურის შემდეგ იქნება თვალსაჩინო. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში 2-ჯერ, რათა ნაოჭები ძალიან მალე გახდეს ნაკლებად შესამჩნევი.

თუ გსურთ, ზუსტად ერთ ღამეში დაუბრუნოთ თმას საოცარი მოცულობა და ბზინვარება, აუცილებლად სცადეთ ჟელატინის ნიღაბი. თმის შეთხელება და გაყოფილი ბოლოები, ეს უსიამოვნო პრობლემები, ძალიან მალე წარსულში დარჩება. თმის გასაჯანსაღებლად და მისი ძირების გასაძლიერებლად კი დაგჭირდებათ მხოლოდ ორი კომპონენტი: ჟელატინი და თმის ნებისმიერი ბალზამი.

* ჟელატინის თმის ნიღაბი – 4 სადილის კოვზი ჟელატინი გაადნეთ წყლის აბაზანაზე. როდესაც გამდნარი ჟელატინი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ბალზამი და კარგად მოურიეთ. მიღებული ნარევით დაიმუშავეთ თავის კანი და თმა მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ, მიანიჭებთ თქვენს თმას დამატებით მოცულობას, გაიჯანსაღებთ თავის კანსა და თმის ძირებს, დააჩქარებთ მისი ზრდის პროცესს და ქერტლისგანაც დაცული იქნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა