რჩევები

როგორ უნდა გახადოთ სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები პრიალა და გლუვი

№51

ავტორი: ანი რევია 19:52 31.12, 2025 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ხშირად, მოვლის მიუხედავადაც, ფრჩხილები კარგავენ ბუნებრივ ფერს, ყვითლდებიან, სუსტდებიან და ადვილად მტვრევადი ხდებიან.

* ფრჩხილების გასათეთრებლად – ყოველდღიურად, 2 კვირის განმავლობაში, ყველა ფრჩხილი, ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავით გაიწმინდეთ. ეს დაგეხმარებათ ფრჩხილების არა მარტო გალამაზებაში, არამედ გახდის მათ უფრო მყარს. ასევე, კარგია სოდის აბაზანებიც: 1 სადილის კოვზ სოდას დაასხით თბილი წყალი, კარგად აურიეთ და გაიკეთეთ ხელების აბაზანა, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში. უკვე მესამე პროცედურის შემდეგ შედეგი შესამჩნევი იქნება;

* გაწურეთ ორი ცალი ლიმონი, დაუმატეთ იმავე რაოდენობის წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და გაიკეთეთ ფრჩხილების აბაზანა 20 წუთის განმავლობაში. პროცედურის ჩატარება საკმარისია ორ დღეში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ კი საკუთარ ფრჩხილებს ვერ იცნობთ.

* თუ თითებსა და ფრჩხილებზე რეგულარულად წაისვამთ ზეითუნის ზეთს, ფრჩხილები ჯანსაღ იერს მიიღებს, ფრჩხილები სწრაფად გაიზრდება და გამაგრდება, კანი კი დატენიანდება. აღარ შეგაწუხებთ ნუნების აქერცვლაც;

* გამოიყენეთ სპეციალური ზეთები ან ხშირად ისვით ხელებისა და ფრჩხილებისთვის განკუთვნილი კრემი ყველგან და ყოველთვის – მანქანაში, სამსახურში, ძილის წინ, შხაპის შემდეგ. ხელები გახდება ხავერდოვანი, ხოლო ფრჩხილები ძლიერ და ჯანსაღ იერს მიიღებს;

* ნუნები სპეციალური საკვნეტით მოიჭერით, ძალიან ფრთხილად, სპეციალური დამარბილებელი საშუალების გამოყენების შემდეგ;

* მანიკურის გაკეთების წინ, აუცილებლად დაილბეთ თითები – ერთი სადილის კოვზი ზღვის მარილი, გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. ხსნარში გააჩერეთ ხელები 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად შეიმშრალეთ ხელსახოცით და წაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი;

* თუ ფრჩხილი ხშირად ტყდება და იქერცლება – 2 ჩაის კოვზ სუფრის მარილს დაუმატეთ 3-4 წვეთი იოდი, 1/3 ჭიქა ფორთოხლის წვენი და 1/3 ჭიქა თბილი წყალი. კარგად აურიეთ, ჩაყავით თითები აბაზანაში ისე, რომ ფრჩხილები ხსნარმა დაფაროს. გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ ხელები გაიმშრალეთ და წაისვით კრემი. ან 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 3 სადილის კოვზი სუფრის მარილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი 5-პროცენტიანი იოდის ხსნარი. კარგად აურიეთ და ჩაალბეთ თითები ამ აბაზანაში 10-15 წუთით;

* გლუვი და პრიალა ფრჩხილები რომ გქონდეთ – 1/3 ჭიქა ზეთი შეათბეთ წყლის აბაზანაში, დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ. ჩაყავით მასში თითები და 15-20 წუთს გააჩერეთ. პროცედურის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ;

* ფრჩხილის გასამაგრებლად და მისი ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად – ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალს, დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი მარილი და გააჩერეთ მასში ფრჩხილები 20 წუთის განმავლობაში. სასურველია, ეს პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეოროთ. ორი კვირის შემდეგ, ფრჩხილები საგრძნობლად გამაგრდება და ჯანსაღ შეფერილობასაც დაიბრუნებს;

* სანამ მანიკურს გაიკეთებთ, ფრჩხილებზე იოდი წაისვით. ამით მის სტრუქტურას დაზიანებისგან დაიცავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი