რჩევები

როგორ უნდა გაიკეთოთ უნაკლო მაკიაჟი სწრაფად და მოიცილოთ ის ძილის წინ სწორად

№8

ავტორი: ანი რევია 11:00 29.02, 2024 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ყველა ქალს არ აქვს ფუფუნება, დიდი დრო დაუთმოს მაკიაჟს და საღამოს, ძილის წინ, მის მოცილებას. ზოგადად, სრულფასოვანი მაკიაჟის გაკეთებას, დაახლოებით, 20-25 წუთი სჭირდება. არსებობს რჩევები, რომელიც დაგემხარებათ, მოკლე დროში უნაკლო მაკიაჟი გაიკეთოთ:

* ტონალური კრემი რომ სახეზე თანაბრად განაწილდეს, ჯერ წაისვით დღის დამატენიანებელი კრემი ან სახის ბაზა და დააცადეთ 5 წუთი, სანამ კრემი კარგად შეიწოვება. ამის შემდეგ, უპრობლემოდ შეგიძლიათ, წაისვათ ტონალური კრემი;

* თუ ძალიან გეჩქარებათ და ვერ ასწრებთ სრულფასოვანი მაკიაჟის გაკეთებას, მაგრამ გინდათ, ფორმაში იყოთ, სახეზე წაისვით მკვებავი კრემი, გადაისვით ტონალური, აიპრიხეთ წამწამები ტუშით, ტუჩზე კი, მბზინავი საცხი წაისვით. ასეთი უბრალო მაკიაჟით შეძლებთ, მიმზიდველი იერი გქონდეთ;

* თუ გეჩქარებათ, თვალზე ჩრდილების გაკეთებას არ გირჩევთ, რადგან მას საკმაო დრო სჭირდება. უბრალოდ, თუ თვალებზე გსურთ აქცენტის გაკეთება, წაისვით ფანქარი და წამწამები ტუშით აიპრიხეთ;

* იმისათვის, რომ ტუჩის მოხატვაზე დიდი დრო არ დაკარგოთ, გამოიყენეთ ტუჩის მბზინავი საცხი. მის წასასმელად კონტური არ დაგჭირდებათ. გარდა ამისა, გამჭვირვალე საცხი ბუნებრივად გამოიყურება და ტუჩებს უფრო ნაზსა და სექსუალურს ხდის.

თუ ყოველი დღე მაკიაჟით იწყება, ბუნებრივია, საღამოს მისი სწორად მოცილებაც საჭიროა, რათა სახის კანი არ დაზიანდეს. თუ ძილის წინ მაკიაჟს არ მოიცილებთ, ის კანს გამოაშრობს და ხელს შეუწყობს მის დაბინძურებას, რაც ფერიმჭამელებისა და გამონაყრის პირველი მიზეზია. მაკიაჟის მოცილების შემდეგ კი აუცილებელია სახის დაბანა. სველი ხელსახოცი ან მაკიაჟის გამწმენდი საკმარისი არ არის, რადგან ის კანს იდეალურად ვერ ასუფთავებს. ასევე, არ შეიძლება სახის ყველა ნაწილიდან ერთი და იმავე ხელსაწმენდით მაკიაჟის მოცილება. ამით ხელს უწყობთ თვალის მაკიაჟის გავრცელებას მთელ სახეზე, შედეგად კი ჭუჭყიან ფორებს მიიღებთ. გაითვალისწინეთ ეს რჩევა სახის დაბანამდე.

საკმაოდ ცუდია, თუ მაკიაჟს სრულად არ იცილებთ. განსაკუთრებით ცუდია, თუ არ ასუფთავებთ კანს თვალის ირგვლივ, ასე შეიძლება, თვალში ინფექციაც მოხვდეს. გასაწმენდად გამოიყენეთ, მხოლოდ თვალისთვის განკუთვნილი, მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებები.

აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე. თუ გასასუფთავებლად მხოლოდ BB კრემს ან კორექტორს იყენებთ, წყალიც საკმარისია, სხვა შემთხვევაში კი უპირატესობა ცხიმიან გამწმენდს მიანიჭეთ.

სწორად შეარჩიეთ გამწმენდის PH დონე. ჯანსაღი კანის PH დონე 4.0-დან 5.5-მდე მერყეობს, ის ეხმარება კანს ბაქტერიებთან ბრძოლაში და უნარჩუნებს ელასტიკურობას. PH დონის შესანარჩუნებლად შეარჩიეთ გამწმენდი სითხე, რომლის PH მაჩვენებელი 3.0-დან 3.5-მდე მერყეობს. დააკვირდით, როდესაც ყიდულობთ, კოსმეტიკურ შეფუთვაზე აუცილებლად ეწერება PH მაჩვენებელი.

არ გამოიყენოთ სახეზე უხეში სკრაბი, მით უმეტეს, ყოველდღიურ ხმარებაში. უხეში სკრაბი, არა მხოლოდ მკვდარ უჯრედებს მოგაცილებთ სახიდან, არამედ სასარგებლო ცხიმსაც, რაც კანის გაღიზიანებას უწყობს ხელს და აშრობს მას. ასევე, ნუ გაიმშრალებთ სახის კანს უხეში პირსახოცით, ეს, დაახლოებივით, იმავეს აკეთებს, რასაც უხეში სკრაბი.

ნუ დაიბანთ სახეს ცხელი წყლით. ცხელი წყალი კანს აშრობს. გამოიყენეთ ნელთბილი ან ცივი წყალი და მაკიაჟი კარგად ჩამოიბანეთ.

დაბანის შემდეგ სახე რბილი პირსახოცით შეიშრეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა