რჩევები

როგორ უნდა დაიტენიანოთ სახის გამომშრალი კანი სახლის პირობებში

№17

ავტორი: ანი რევია 11:00 04.05, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახის კანი რომ არ გამოშრეს, მანდილოსნები კრემებს, ნიღბებს, ტონალურ საცხებს თუ სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ. თუმცა, გამომშრალი სახის კანის დასანოტიოებლად ეს საკმარისი არ არის. კანი სწრაფად დაკარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს, თუ უჯრედებს მოაკლდათ სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტი – სითხე. დამანოტიოებელი კოსმეტიკა აღმოფხვრის სიმშრალესა და დაჭიმულობას, რომელიც ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. მთავარია, კანს რეგულარულად მოვუაროთ.

👉კანის გამოშრობის დროს ძალიან კარგია თერმული წყალი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, რომელშიც ბევრი მარილია. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის კი სასარგებლოა თერმული წყალი მარილის მცირე შემცველობით. დამატენიანებელი საცხი ან ნიღაბი კი წაისვით, სანამ კანი გაშრება და ამით ორმაგ ეფექტს მიიღებთ;

👉კანის ყოველდღიური მოვლა მატონიზებელი ლოსიონის ან მიცელარული წყლის გამოყენებასაც გულისხმობს. ისინი კანს აშორებენ მაკიაჟის ნარჩენებს, გამწმენდი საშუალებების კვალს, ანოტიოებენ და კრემის წასასმელად ამზადებენ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ დღეში ორჯერ;

👉მშრალ და მგრძნობიარე კანს დამარბილებელი ლოსიონი უხდება, მაგალითად, ალოე ვერას ან გვირილის შემცველი, ხოლო ცხიმიანს ისეთი ტონალური საშუალება მიესადაგება, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას აკონტროლებს;

👉ცივ სეზონზე, უმჯობესია, ჩვეული დღის კრემი, დამატენიანებელი გელით შეცვალოთ. ის „აუთოებს“ სახის ნაკვთებს და კანის უჯრედებს მთელი დღის განმავლობაში უადვილებს სუნთქვას;

👉კვირაში ერთხელ ან ორჯერ, უბრალოდ, აუცილებელია სახეზე თქვენი კანის ტიპის შესაბამისი ნიღბების გაკეთება. მაგალითად, სახის კანის გამაახალგაზრდავებელი რძის ნიღაბი: 1 სადილის კოვზი ფქვილი გახსენით რძეში, აურიეთ და დაუმატეთ კვერცხის გული. წაისვით ნიღაბი მთელ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, რომელშიც რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი იქნება დამატებული. ეს ნიღაბი სახის კანის გამაახალგაზრდავებელი, მკვებავი საშუალებაა, ასევე, ასწორებს ნაოჭებს და ავიწროებს ფორებს;

ცხიმიანი კანის მთავარი პრობლემა ცხიმის სიჭარბეა, რაც მუწუკებსა და ფერიმჭამელებს აჩენს.

გთავაზობთ მატონიზებელ საშუალებებს, რომლებიც ავიწროებს ფორებს, ხელს უშლის შავი წერტილების წარმოქმნას და გარდა ამისა, ანოტიოებს კანს და ხელს უშლის მის გამოშრობას:

ვაშლისა და კვერცხის ნიღაბი – ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ გასქელებამდე. შეურიეთ წვრილად გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ სველი ტამპონით მოიშორეთ.

ყურძნის ნიღაბი – ყურძნის მწიფე მარცვლები შესანიშნავად ატენიანებს ცხიმიან კანს. დილაობით გაიწმინდეთ კანი ყურძნის რბილობით ან ახალგამოწურული წვენით, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მშრალი კანი სწრაფად ბერდება და ხშირად იქერცლება, ამიტომ მისი აქტიური დატენიანება აუცილებელია:

ბანანი – არა მარტო ვიტამინებით გაამდიდრებს კანს, არამედ ატენიანებს კიდეც. გახეხეთ მწიფე ბანანი, პიურეს შეურიეთ კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კიტრი – ცხიმოვანი ფენის აღდგენაში დაგეხმარებათ. გახეხეთ კიტრი. მიღებული ფაფა შეურიეთ არაჟანს და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა