რჩევები

როგორ უნდა დაიტენიანოთ გამომშრალი და გაუხეშებული ტუჩები

№35

ავტორი: ანი რევია 11:00 06.09

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ტუჩები რომ არ გამოგიშრეთ, სვით მეტი წყალი, არანაკლებ 2 ლიტრი დღეში. ასევე, სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის წაისვით ტუჩების ჰიგიენური ბალზამი.

თუ ტუჩებს ყოველდღიურად დაიმასაჟებთ, ისინი უფრო კაშკაშა და ფუმფულა გახდება. მასაჟის გაკეთება შეიძლება ახალი კბილის ჯაგრისით ან თითზე დახვეული ხაოიანი პირსახოცით. წაისვით ტუჩებზე სახისთვის განკუთვნილი ბალზამი ან კრემი და წრიული მოძრაობით ფრთხილად შეიზილეთ ტუჩებზე.

თუ ტუჩები გექერცლებათ, კარგი იქნება თაფლით ან ნაღების კარაქით დაზელვა – ნაღების კარაქი ან თაფლი სუფთა კბილის ჯაგრისზე წააცხეთ და ფრთხილად დაიზილეთ ტუჩები.

სახლიდან გასვლამდე, ნახევარი საათით ადრე ტუჩებზე წაისვით მცენარეული ზეთი: მზესუმზირას, სიმინდის, ზეითუნის ან ქაცვის. შეიძლება, გამოიყენოთ ასევე, ნაღების კარაქი, არაჟანი, ვაზელინი, ზეთოვანი A და E ვიტამინები. გასვლის წინ ტუჩები ხელსახოცით შეიმშრალეთ და წაისვით პომადა ან ტუჩების ჰიგიენური ბალზამი. იგივე პროცედურა გაიმეორეთ ძილის წინაც.

გთავაზობთ სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელ ნიღბებს ტუჩებისთვის:

ხაჭოს ნიღაბი: ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს, შეათქვიფეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და ეს მასა წაისვით ტუჩებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ვაზელინი ან ჰიგიენური ბალზამი. ნაღების ნაცვლად ხაჭოს შეგიძლიათ, შეურიოთ მცენარეული ზეთი, რძე, სტაფილოს, კიტრის ან ჭარხლის წვენი. ხაჭო შესანიშნავად არბილებს და კვებავს ტუჩების კანს.

ვაშლის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ გაფცქვნილ და გახეხილ ტკბილ ვაშლს, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი და წაისვით ტუჩებზე 15 წუთით. ეს ნიღაბი ტუჩებს კვებავს, ანოტივებს და არბილებს.

თაფლის ნიღაბი: მშრალი ტუჩებისთვის, რომელიც მუდმივად იქერცლება, კარგია თაფლი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მკვებავ ნიღბად, ასევე, სკრაბადაც. წაისვით ტუჩებზე და 5-10 წუთის შემდეგ თითით მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ჩამოიბანეთ.

არაჟნისა და ლიმონის დამატენიანებელი ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი. სქლად წაისვით ტუჩებზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

თაფლისა და კაკაოს ნიღაბი გამომშრალი ტუჩებისთვის: დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი თაფლის სანთელი, 1 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი (მის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ 1 სადილის კოვზი ქაცვის ან ზეითუნის ზეთი), 1 ჩაის კოვზი ვაზელინი და 1 სადილის კოვზი გვირილის ნახარში. წყლის აბაზანაში გაადნეთ თაფლის სანთელი, დაუმატეთ კაკაოს ცხიმი ან მცენარეული ზეთი, ვაზელინი და გვირილის ნახარში. კარგად აურიეთ, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და თქვიფეთ მიქსერით, სანამ კარგად არ გაცივდება. სასურველია, ეს მალამო წაისვათ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით სახლიდან გასვლის წინ.

ცვილის ბალზამი დახეთქილი და აქერცლილი ტუჩებისთვის: ცეცხლზე გაალღვეთ სამი ჩაის კოვზი ცვილი. დაუმატეთ რვა ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და სამი კაფსულა E ვიტამინი. ზამთრის პერიოდში ეს ბალზამი გიშველით.

შაქრის პილინგი: პომადა რომ უკეთ განაწილდეს, ტუჩების ზედაპირი გლუვი უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა, კვირაში ერთხელ გამოიყენოთ სკრაბი – ერთი სადილის კოვზი შაქარი და სამი სადილის კოვზი თაფლი აურიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და რამდენიმე წუთით მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში. წაისვით ტუჩებზე, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა