როგორ გავხადოთ თმა მბზინვარე და დამყოლი
ავტორი: ანი რევია 11:00 03.03, 2022 წელი

თმის დაბანის დროს შამპუნის წინ კონდიციონერის გამოყენება, ყველაზე მარტივი მეთოდია, რომლის საშუალებითაც თქვენი თმა ბზინვარე და გლუვი გახდება. ასე, თმას ადვილად ატენიანებთ, ამასთან ერთად კი, კონდიციონერი ასუფთავებს თმას და შამპუნის თანაბარ განაწილებაშიც გეხმარებათ. შამპუნის შემდეგ კონდიციონერის გამოყენება კი ამძიმებს თხელ თმას და კიდევ უფრო აცხიმიანებს. გაითვალისწინეთ, რომ თმის მოვლიდან კონდიციონერის ამოღებაც არ არის კარგი, რადგან შამპუნების უმეტესობა თმას აშრობს. ამიტომ, გამოიყენეთ კონდიციონერი შამპუნის წინ: დაასველეთ თმა და წაისვით კონდიციონერი, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ კი დაიტანეთ შამპუნი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით, რათა თმის ფორები დაიხუროს. ასეთი წესით დაბანა არბილებს თმის ტექსტურას, ანიჭებს მას მოცულობასა და ბზინვარებას, დამძიმების და გაცხიმიანების გარეშე კვებავს და ატენიანებს მას, აადვილებს თმის დავარცხნას. ასევე, იცავს თავის კანს გაცხიმიანებისგან, ინარჩუნებს თმის სისუფთავეს. შედეგად, თავიდან აგარიდებთ ხშირი დაბანის აუცილებლობას, ხელს უწყობს თმის დამორჩილებას და შედეგად, მარტივად მიიღებთ სასურველ ვარცხნილობას. ასეთი წესით თმის დაბანა ყველა ტიპის თმისთვისაა მისაღები. სწორი თმის შემთხვევაში თმა დატენიანებული და რბილი იქნება, აბრეშუმის ეფექტით. ხვეული, ტალღოვანი თმის შემთხვევაში, თმა დატენიანებული, მორჩილი და მოცულობითი, ადვილად დასამორჩილებელი გახდება. ხოლო, მოკლე თმის შემთხვევაში, თუ ხშირად იბანთ, ეს მეთოდი ტენიანობის შენარჩუნებასა და ცხიმიანობის კონტროლში დაგეხმარებათ.
ბევრი ადამიანი, ყოველდღიურად იბანს თმას. მიუხედავად იმისა, რომ დაბანის შემდეგ თმა შესანიშნავად გამოიყურება, შამპუნის ხშირი მოხმარება დროთა განმავლობაში აზიანებს მას.
თუ თხელი და ნაზი თმა გაქვთ, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ მისი ყოველდღიური დაბანა საჭიროა. ამის მიზეზი ისაა, რომ თმის თხელი ძირი, ადვილად იფარება ცხიმით და შესაბამისად, თმა ადვილად ცხიმიანდება. მშრალი ან ხვეული თმის შემთხვევაში, მისი დაბანა უფრო იშვიათადაა საჭირო. ხოლო თუ თქვენი თმა ცხიმიანია, გახსოვდეთ, რომ ცხიმი, რომელსაც თქვენი თავის კანი წარმოქმნის, რეალურად აუცილებელია თმის ღერების ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. ასე რომ, ყოველდღიური დაბანა თმის დაზიანებას იწვევს – თმა მთლიანად კარგავს ბუნებრივ ზეთებს, ის ხდება უხეში, მშრალი და რთულად დასავარცხნი. გარდა ამისა, გამომშრალი თავის კანი კიდევ უფრო მეტი ცხიმის გამომუშავებას იწყებს. ამიტომ, რეკომენდებულია თმა, მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ დაიბანოთ, რათა თავიდან აიცილოთ გაცხიმიანება და თავის კანის გაღიზიანება.
თუ, თმის საშრობებს და სხვადასხვა სპრეებს ხშირად იყენებთ, დროთა განმავლობაში, თმა უფრო სუსტი და თხელი გახდება. ასევე, ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ცვილი, გელი და სპრეი, დაგეხმარებათ ვარცხნილობის შენარჩუნებაში. მაგრამ თუ ხანგრძლივად იყენებთ ამ საშუალებებს, შესაძლოა თქვენს სკალპზე დაგროვდეს და ქავილი გამოიწვიოს. ამიტომ, მათი ხმარების შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ თავის კანი.
თუ თმა შეღებილი გაქვთ და გსურთ, რომ ახალი ფერი დიდხანს დარჩეს ცოცხალი, თმა უფრო იშვიათად დაიბანეთ. შამპუნის კვირაში 2-3-ჯერ გამოყენება, საკმარისია თმის სისუფთავისა და ცოცხალი ფერის შენარჩუნებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან