რისთვის არის საჭირო პუდრის წასმა და როგორ უნდა შეარჩიოთ ის სწორად სახის კანის ტიპის მიხედვით
ავტორი: ანი რევია 11:00
პუდრა საჭიროა იმისთვის, რომ სახის, კისრისა და მკერდის მცირე ხარვეზები დაიფაროს, კერძოდ კი – ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, მიკროიარები, ფართო ფორები, მცირე გამონაყარი და უსწორმასწორო ზედაპირი. გარდა, შემნიღბველი თვისებისა, მას კანის გაახალგაზრდავების, აკნეს მკურნალობის, დამატენიანებელი და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის უნარიც აქვს. სხვადასხვა ტექსტურა, ფორმა და ელფერი მაკიაჟის დროს მრავალნაირი მანიპულაციის საშუალებას იძლევა.
დაპრესილი ან კომპაქტური პუდრა კანზე მქრქალ ეფექტს ქმნის, ამაგრებს ფუძეს და უფრო მდგრადია, ვიდრე ფხვიერი პუდრა. ფხვიერი პუდრა, დაპრესილთან შედარებით, ქმნის გამჭვირვალე ეფექტს. მისი წასმა შესაძლებელია რბილი ფუნჯის საშუალებით. პუდრა სახეზე თხლად უნდა გადაისვათ. შემდეგ კი ფუნჯის საშუალებით, მოიშოროთ ზედმეტი ფენა, რის შემდეგაც გამოიკვეთება სახის ოვალი და კანი ბუნებრივ შეფერილობას მიიღებს.
პუდრა იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის. თუმცა, მისი შერჩევისას არ დაგავიწყდეთ, გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი. თან, აირჩიეთ, რაც შეიძლება, კანის ბუნებრივ ფერთან მიახლოებული. მისი გამოყენებისას კი განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალის გარშემო კანის ზონას და ასევე, კანის იმ ნაწილებს, განსაკუთრებული სიმშრალით რომ გამოირჩევა.
მშრალი კანისთვის იდეალურია გამჭვირვალე პუდრა. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ჯერ მოიშორეთ კანიდან გამოყოფილი ზედმეტი ცხიმი და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით პუდრა. ცოტა უფრო მეტი პუდრა წაისვით იმ ადგილებზე, სადაც მეტი ცხიმიანობა შეიმჩნევა.
ფხვიერი პუდრა კანს გლუვ და ხავერდოვან შესახედაობას აძლევს, უნარჩუნებს ბუნებრივ ელვარებას. თხლად ისმება და ადვილად ნაწილდება, ამიტომ მაკიაჟის დამამთავრებელი შტრიხია.
კომპაქტური პუდრა შეიძლება, იყოს როგორც მსუბუქი, ისე მკვრივიც, ამასთან, სხვადასხვა ელფერის. კომპაქტური პუდრა უნდა იყოს კანისფერი ან ოდნავ ბაცი. სხვაგვარად ტექსტურა არაბუნებრივი გამოჩნდება – შექმნის არათანაბარ საფარს და დატოვებს ლაქებს.
კრემპუდრას შეუძლია, შეცვალოს ტონალური კრემი. ამიტომ, ფასდაუდებელი დამხმარეა ექსპრესმაკიაჟის დროს.
ტერაკოტის პუდრა იდეალური ვარიანტია გარუჯული კანისთვის. მისი ფერთა გამა მუქია, ამიტომ, შესანიშნავად უსვამს ხაზს ინტენსიურ რუჯს.
პუდრა, რომელიც სხვადასხვაფერი ბურთულების სახით გამოდის, განკუთვნილია სახის ფერის გასაუმჯობესებლად, კანისთვის სიგლუვისა და ბზინვარების მისანიჭებლად. პუდრას სხვადასხვაფერი ბურთულები ერთმანეთში არევისას დერმის ნაკლოვანებებს ნიღბავს. გამოდგება როგორც დღის, ისე საღამოს მაკიაჟისთვის. წაისვით დიდი კოსმეტიკური ფუნჯით შუბლზე, ყვრიმალებზე, წარბებქვეშ, ცხვირის, ზურგსა და დეკოლტეს ზონაში.
პუდრა-ბრონზატს ბუნებრივი რუჯის ეფექტი აქვს. მისი მეშვეობით შეიძლება, დამალოთ სიწითლე და პიგმენტური ლაქები, ვიზუალურად შეცვალოთ სახის ფორმა, შენიღბოთ გამონაყარი და შეუმჩნეველი გახადოთ ფერთა სხვაობა სახიდან კისერზე გადასვლისას. ბრონზატი შეიძლება, გამოიყენოთ როგორც რუჯი ან მაკიაჟის დამამთავრებელი შტრიხი. მთავარია, თანაბრად გაანაწილოთ ის ყვრიმალებზე, ლოყებზე, ცხვირზე, ნიკაპსა და კისერზე. მისი წასმა ნებისმიერი ტიპის კანზე შეიძლება.
გამჭვირვალე პუდრა უნივერსალურია, შეგიძლიათ, ნებისმიერი ფერის კანზე წაისვათ. მის შემადგენლობაში შედის ქარსი და კვარცი, რომელიც იწოვს ზედმეტ ცხიმს და კანს სიმქრქალეს ანიჭებს, ამყარებს ტონალურ საფუძველს და ისე ასრულებს მაკიაჟს, რომ ტექსტურა და ტონი შეუმჩნეველი რჩება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




