რჩევები

რატომ უნდა გაითვალისწინოთ კანის, თვალისა და თმის ფერი მაკიაჟის გაკეთებისას

№39

ავტორი: ანი რევია 11:00 05.10, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

დეკორატიული კოსმეტიკის ფუნქცია სახის ნაკვთების გამოკვეთა და დეფექტების დაფარვაა. მაკიაჟის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია სახისა და კანის ტიპის, ასევე, სახის კანის, თვალებისა და თმის ფერის გათვალისწინება. ის, რაც უხდება შავგვრემანს, არ უხდება ქერას ან წითურს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ მაკიაჟის ფერთა გამა. გთავაზობთ რჩევებს, როგორ გაიკეთოთ ბუნებრივად ეფექტური მაკიაჟი კანის, თვალისა და თმის ფერის მიხედვით:

* ქერა თმა, ცისფერი ან თაფლისფერი თვალი, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – ღია ფერის, რუჯი – მკრთალი ვარდისფერი, ტუჩსაცხი – ვარდისფერისა და წითლის სხვადასხვა ვარიაცია, ჩრდილები – ნაცრისფერი ან ცისფერი, წარბების ფანქარი – ღია ყავისფერი;

* ქერა თმა, ხორბლისფერი კანი, მომწვანო-მოყავისფრო თვალები: პუდრი და ტონალური – ატმისფერი ან ოქროსფერი, რუჯი – ღია ნარინჯისფერი, ტუჩსაცხი – კრემისფერი, ნარინჯისფერი ან ჟოლოსფერი, ჩრდილები – ყავისფერი ან ბადრიჯნისფერი, წარბების ფანქარი – ყავისფერი;

* შავი თმა, ცისფერი თვალები, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – ღია ვარდისფერი, კრემისფერი, რუჯი – ნარინჯისფერი ან კრემისფერი, ტუჩსაცხი – წითელი ან ჟოლოსფერი, ჩრდილები – ნაცრისფერი ან ცისფერი, წარბების ფანქარი – შავი;

* შავი თმა, შავი თვალები, მუქი კანი: პუდრი და ტონალური – ოქროსფერი ან კრემისფერი, რუჯი – ნარინჯისფერი ან მოწითალო, ტუჩსაცხი – წითელი ან ალუბლისფერი, ჩრდილები – თვალის ფერი, წარბების ფანქარი – შავი;

* წითური თმა, ცისფერი ან ნაცრისფერი თვალები, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – ღია ფერის, რუჯი – ღია ფერის, მოყვითალო ან მოვარდისფრო, ტუჩსაცხი – მოწითალო, მოვარდისფრო ან იისფერი, ჩრდილები – ცისფერი, ნაცრისფერი ან იისფერი, წარბების ფანქარი – ღია ყავისფერი;

* წითური თმა, მწვანე ან ყავისფერი თვალები, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – კრემისფერი, რუჯი – მოვარდისფრო, ტუჩსაცხი – წითელი, ჩრდილები – თვალის ფერი, წარბების ფანქარი – ყავისფერი;

* წაბლისფერი თმა, ღია ფერის კანი: პუდრი და ტონალური – ატმისფერი, რუჯი – ვარდისფერი ან მარჯნისფერი, ტუჩსაცხი – ღია წითელი, მარჯნისფერი ან ვარდისფერი, ჩრდილები – თვალის ფერი, წარბების ფანქარი – შავი;

* წაბლისფერი თმა, მუქი თვალები, მუქი კანი: პუდრი და ტონალური – კრემისფერი, რუჯი – ნარინჯისფერი ან წითელი, ტუჩსაცხი – ნარინჯისფერი ან წითელი, ჩრდილები – თვალის ფერი, წარბების ფანქარი – შავი.

ერთი სიტყვით, დადექით სარკესთან, ყურადღებით დააკვირდით თქვენი კანის, თმისა და თვალის ფერს, სწორად შეარჩიეთ დეკორატიული მაკიაჟი და მიეცით საკუთარ თავს საშუალება, ნებისმიერ წვეულებასა თუ ყოველდღიურობაში შეუდარებლად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა