რჩევები

რატომ უნდა გაიწმინდოთ სახე ლიმონის წვენით

№2

ავტორი: ანი რევია 10:00 23.01, 2021 წელი

სახის გაწმენდა
დაკოპირებულია

როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში - საინტერესო რჩევები თბილისელებისგან“👇

ლიმონი კანის შესანიშნავი გამწმენდია. ამ ციტრუსით კანის მოვლის მეთოდი უვნებელია, მარტივი და შეგიძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენოთ.

ლიმონის წვენი, ბუნებრივი სადეზინფექციო თვისებების წყალობით, შესანიშნავად ებრძვის აკნეს და კანის სხვა პრობლემებს. ასე რომ, საკმარისია, თუნდაც, უბრალოდ, გაიწმინდოთ სახე ლიმონის წვენით.

ლიმონის წვენი, აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს და ახალი, ჯანმრთელი უჯრედის წარმოქმნას უწყობს ხელს. ამასთან, ასუფთავებს ფორებს, ამცირებს სიწითლეს, გლუვს ხდის კანის ზედაპირს, აცილებს მას ცხიმიან სიპრიალეს, ბუნებრივი მათეთრებელი საშუალებაა და პიგმენტურ ლაქებსაც აუფერულებს.

ლიმონის წვენი სახის შესანიშნავი პილინგია, ის კანს რბილსა და ელასტიკურს ხდის. ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის მოსაცილებლად შეგიძლიათ, დღეში 5-ჯერ გაიწმინდოთ კანი ლიმონის ნაჭრით, 5 წუთში კი აუცილებლად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოშვებული და ცხიმიანი კანისთვის ეფექტურია თანაბარი რაოდენობით მინერალური წყლისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული ლოსიონი. ამ ლოსიონით სახე ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოთ, შეიშროთ და აღარ ჩამოიბანოთ.

თუ გადაწყვეტთ, რომ სახე ლიმონის ნაჭრით ან ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდოთ, გამოიყენეთ მხოლოდ ახალი და მწიფე ლიმონი. ლიმონიდან წვენი პირდაპირ ბამბის ტამპონზე გამოწურეთ და შემდეგ დაიმუშავეთ კანის პრობლემური ადგილები, მოერიდეთ თვალის ირგვლივ ზონას. 5 წუთში ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი კრემი. ლიმონის წვენი თავისუფლად შეგიძლიათ, დაუმატეთ სახლში მომზადებულ ნიღბებსა და კრემებს.

გაითვალისწინეთ, რომ ლიმონის წვენმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებულად მგრძნობიარე კანის შემთხვევაში. ამიტომ, რეკომენდებულია ლიმონის წვენის იმავე რაოდენობის წყალში გაზავება.

🍋 სახის კანის გასაწმენდად და დასატენიანებლად – ერთმანეთში აურიეთ ქოქოსის წყალი და ახალგამოწურული ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე. ქოქოსი ატენიანებს კანს, ლიმონი კი წმენდს და ათეთრებს;

🍋 გაუხეშებული ქუსლის, მუხლისთავებისა და იდაყვებისთვის – თუ ქუსლზე კანი გაუხეშდა, იდაყვებსა და მუხლისთავებზე კანი გაგიმუქდათ და იმავდორულად, გაგიუხეშდათ, პერიოდულად წაისვით ლიმონის ნაჭერი და შედეგი არ დააყოვნებს;

🍋 შავი წერტილების მოსაშორებლად – ამ პრობლემისთვის ლიმონი ეფექტური საშუალებაა. პერიოდულად გაიწმინდეთ სახე ერთი ნაჭერი ლიმონით ან ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით;

🍋 დახეთქილი ტუჩის კანისთვის – თუ ტუჩების კანი გაგიუხეშდათ და დაგისკდათ, ძილის წინ ლიმონის კანი წაისვით. დილით კი, თქვენი ტუჩები გლუვი და რბილი იქნება;

🍋 ტონიკი პრობლემური კანისთვის – ერთმანეთში შეურიეთ 150 მილილიტრი გამოხდილი წყალი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ჩაის ხის ზეთი. მიღებული ნაზავით სახე დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ;

🍋 სახის კანის გასათეთრებლად – ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინსა და ლიმონმჟავას, ამიტომ ის კარგად ათეთრებს კანს. ვიტამინი C საუკეთესო ანტიოქსიდანტია, აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას. ყოველივე ეს ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების მოშორებას, მათ შორის, ასაკობრივისაც;

🍋 ცხიმიანი კანისთვის – ლიმონის წვენი ძალიან უხდება ზედმეტად ცხიმიან კანს. ის აცილებს ცხიმს და ავიწროებს ფორებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი