რჩევები

რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა მისი ტიპის მიხედვით

№43

ავტორი: ანი რევია 11:00 04.11, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თმა იზრდება ყოველწამიერად და ეს ზრდა არ ხდება თანაბრად: შუბლის გასწვრივ, საფეთქლებთან და კისერზე - თმა იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე თხემზე. ამას გარდა, კანიდან ის ამოდის სხვადასხვა დახრის კუთხით. ამ მიზეზთა გამო, თუ თმას დეკორატიული თვალსაზრისით იჭრით და ვარცხნილობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, მისი ფორმის შესანარჩუნებლად თმის უფრო მეტი სიხშირით შეჭრაა საჭირო. ზოგადად კი, რაც უფრო მოკლეა ვარცხნილობა, მით უფრო ხშირად უნდა შეისწოროთ.

თუ გრძელი თმის გაზრდა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ თმის ტიპის თავისებურებები. ამ შემთხვევაში, თმის შეჭრას უფრო გამაჯანსაღებელი ფუნქცია აკისრია - შეიჭრით რა სუსტ და დაყოფილ ბოლოებს, არ მისცემთ თმას აშრევებისა და აწეწვის საშუალებას. ამიტომ, თუ გრძელი თმის გაზრდა გადაწყვიტეთ, აუცილებელია, თმის ბოლოების რამდენიმე მილიმეტრით რეგულარული, თვეში ან ორ თვეში ერთხელ, შეჭრა. ასე, ერთი წლის შემდეგ გექნებათ უფრო გრძელი თმა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბოლოებს არ შეიჭრიდით. ამასთან, თმა იქნება უფრო ჯანმრთელი.

ასევე, თუ გაინტერესებთ რა სიხშირით უნდა შეიჭრათ თმა, რომ ხარისხიც იდეალური იყოს და ვარცხნილობაც მოსაწონი, აუცილებელია, გაითვალისწინოთ თმის ტიპი:👇

ხვეული თმა - თუ ხვეული თმა გაქვთ, შეიძლება ცოტა ხანს დაელოდოთ, სანამ სტილისტს განმეორებით ესტუმრებით. ეს იმიტომ, რომ მაშინაც კი, როცა ზრდას იწყებს, ბევრად განსხვავებულად არ გამოიყურება. თუ თმის გაზრდა გსურთ, ყოველ 6 თვეში ერთხელ განაახლეთ ვარცხნილობა. მაგრამ თუ სიგრძისა და სტილის შენარჩუნება გსურთ, სილამაზის სალონს ყოველ 3 თვეში უნდა ეწვიოთ.

ხუჭუჭი თმა - ასეთი თმა ბუნებრივად საკმაოდ მშრალია. ამიტომ, თუ ხუჭუჭა თმის ვარცხნილობის შენარჩუნება გსურთ, გირჩევთ, 6 – 12 კვირაში ერთხელ ესტუმროთ სტილისტს. იმ შემთხვევაში, თუ თმა დაზიანებული ან შეღებილია, უმჯობესია, ყოველი შეღებვისას განაახლოთ თმის ბოლოები. ეს ხელს შეუშლის ბოლოჭამიების გაჩენას.

სწორი ან ტალღოვანი თმა - კარგად მოვლილი სწორი ან ტალღოვანი თმის საიდუმლო მისი ხშირი ფორმირებაა, ზედმეტი ჭრის გარეშე. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ყოველ 10 კვირაში ან 3 თვეში ერთხელ, განაახლეთ ვარცხნილობა.

სქელი თმა - თუ სქელი თმა გაქვთ, თმის შეჭრა შეგიძლიათ ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ მისი გამოშრობა და დაზიანება.

თხელი თმა - თხელი თმა მიდრეკილია დაზიანებისკენ. ამასთან, ის სწრაფად კარგავს ფორმას. ვარცხნილობის სტილის შესანარჩუნებლად და თმის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, სტილისტთან ვიზიტი და მისი ყოველ 2 თვეში ერთხელ განახლება.

დაზიანებული თმა - ასეთი თმა მიდრეკილია ბოლოების გაყოფისკენ. თმის საშრობის, უთოს, საღებავებისა და სხვა ქიმიური პროდუქტების გამოყენება კიდევ უფრო ცუდ ვიზუალს აძლევს მას. ამიტომ, უმჯობესია, ყოველ 8 კვირაში ერთხელ ესტუმროთ სილამაზის სალონს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თმა ყოველთვის უნდა დაიმოკლოთ. უბრალოდ, ბოლოების მსუბუქი შესწორებაც კი დაგეხმარებათ თმის გაჯანსაღებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა