რა სიხშირით უნდა დაიბანოთ თმა და როგორ უნდა მოამზადოთ თმის ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი
ავტორი: ანი რევია 11:00
თუ გსურთ სქელი, ჯანსაღი და მბზინავი თმა გქონდეთ, უბრალოდ, თავის დაბანის დროს მარტივი წესების გათვალისწინება მოგიწევთ და დაზიანებულ თმას სახლში მომზადებული მარტივი ნიღბით უმკურნალებთ.
ნიღაბი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის თმისთვის, შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ და თქვენი თმა უფრო ფუმფულა და პრიალა გახდება.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებთ: 5 აბი ასპირინი, 120 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ყველა ეს პროდუქტი საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში. დაახლოებით 15-20 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის გამოყენება სასურველია კვირაში ერთხელ. შესამჩნევი ეფექტის მისაღებად სულ 4 პროცედურა დაგჭირდებათ.
ყოველდღიურად რამდენიმე ღერი თმის ჩამოვარდნა საპანიკო არ არის და ბუნებრივი პროცესია, მაგრამ, თუ თმა შესამჩნევად შეგითხელდათ, სჯობს, თმის ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი სცადოთ. ის მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან მზადდება, იაფი ჯდება და შედეგიც აქვს. ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული. ნიღაბი კი ასე უნდა მოამზადეოთ: აბუსალათინის ზეთს დაამატეთ კვერცხის გული და თაფლი. სამივე კომპონენტი საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაიტოვეთ 2 საათით. შემდეგ კი თმა შამპუნით დაიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.
თავის დაბანის დროს ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას, რაც თმის დაზიანებასა და ცვენას უწყობს ხელს. მაგალითად:
* თმის პირსახოცით შეშრობა, თმის სტრუქტურას აზიანებს. უმჯობესია, დაბანის შემდეგ თმა პირსახოცით შეიკრათ და რამდენიმე წუთი გაიჩეროთ, რათა სისველე პირსახოცმა შეიწოვოს;
* თუ თავს ყოველდღიურად იბანთ, არ არის საჭირო შამპუნის რამდენჯერმე გამოყენება;
* ბალზამი არა მხოლოდ იცავს თმის PH-ს, არამედ თმას მბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს. მთავარია, ის თმის ძირებში არ შეიზილოთ;
* თმაში შამპუნის აგრესიულად შეზელა, თმის ცვენას იწვევს. თავის დაბანის დროს თითების მსუბუქი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი.
რაც შეეხება თავის დაბანის სიხშირეს, ეს ყველასთვის ინდივიდუალურია, გააჩნია, რამდენად ცხიმიანი თმა გაქვთ. მშრალი თმის იშვიათად დაბანა ისევე საზიანოა, როგორც ცხიმიანი თმის ხშირად დაბანა. ცხელი წყალი კი თმის ძირებსა და თავის კანს აშრობს. სასურველია, თავი თბილი წყლით დაიბანოთ. უმჯობესია, სველი თმა ფენით არ გაიშროთ, რადგან, ამგვარად თმა მტვრევადი და მშრალი ხდება. დაელოდეთ თმის ოდნავ შეშრობას და თმის საშრობით შემდეგ ისარგებლეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





