რჩევები

რა ფერის თმა აახალგაზრდავებს ადამიანს და რას უნდა ერიდოთ თმის შეღებვისას

№27

ავტორი: ანი რევია 11:00 14.07, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თმის ფერი მკვეთრად განსაზღვრავს ადამიანის გარეგნობას. ამიტომ, სწორედ ის ფერი უნდა შეარჩიოთ და იმ ტონზე შეიღებოთ თმა, რომელიც თქვენს იერსახეს მოუხდება და არა, რაც მოდაშია.

თმის ფერი აუცილებლად უნდა ეხამებოდეს ადამიანის სახის კანისა და თვალის ფერს და რა თქმა უნდა, ასაკს. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი, რომელიც ნამდვილად წაგადგებათ, სანამ საკუთარ თმაზე ექსპერიმენტებს ჩაატარებთ. მაგალითად:

👉 ულტრა ღია ფერის ზოლები ანუ მელირება, თმას თანამედროვე შტრიხს სძენს. ის უხდება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე, თინეიჯერულ ვარცხნილობებს და, რაც მთავარია, არ არის მოსაბეზრებელი, რადგან გელი, რომლითაც ამ ზოლებს გაიკეთებთ, თმას ათი დღის შემდეგ სცილდება;

👉ფერფლისფერი განსაკუთრებით უხდება ექსტრავაგანტური ვარცხნილობის მოკლე თმას. ეს ფერი აახალგაზრდავებს ქალს, სახის კანს კი ფერმკრთალს აჩენს, რაც სახეს არისტოკრატულ იერს სძენს. თუ მსგავს თმის ფერს ატარებთ, მაკიაჟიც შესაბამისი უნდა გაიკეთოთ, ანუ არა მკვეთრი და მყვირალა, არამედ უბრალო;

👉 წითური თმა ძალიან უხდებათ ქალებს, რომლებსაც ძალიან თეთრი სახის კანი აქვთ. ასეთ თმის ფერს კი მონაცრისფრო-იასამნისფერი მაკიაჟი უნდა შეურჩიოთ;

👉 შოკოლადისფრად შეღებილ თმას ისეთი ქალბატონები მოიხდენენ, ვისაც ბუნებრიობისკენ აქვთ მიდრეკილება. ასეთი ფერი განსაკუთრებით უხდება გრძელ და სწორ თმას.

რაც შეეხება თმის შეღებვას, ამ მხრივაც უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რომ შეღებვისას თმა მაქსიმალურად ნაკლებად დაგიზიანდეთ:

👉თმა უნდა შეიღებოთ ისეთი საღებავით, რომელიც არ შეიცავს ამიაკს;

👉 საღებავის წასმის შემდეგ არ შემოიხვიოთ თავზე არც პირსახოცი და არც ცელოფანი. ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ თმას იღებავთ ბუნებრივი საღებავით, მაგალითად, ინით ან ბასმით;

👉ონკანის წყალი აუფერულებს შეღებილ თმას, რადგან ქლორი და ჟანგის ნაწილაკები, რომლებიც მას მოჰყვება, რეაქციაში შედის მელანინთან და თმას ახუნებს. ამიტომ, თავი დაიბანეთ გადადუღებული წყლით და შემდგომ კი ჭინჭრის ან გვირილის ნახარში გადაივლეთ;

👉და ბოლოს, საღებავის ფერს თქვენი თმა მეტხანს შეინარჩუნებს, თუ შეღებვის დღიდანვე გამოიყენებთ თმის ნიღბებს, რომელიც გათვალისწინებულია ინტენსიური ფერისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა