რჩევები

ორგანიზმის გასაწმენდი დიეტა

№16

ავტორი: ანი რევია 11:00 01.05, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

დღესასწაულებზე აკრეფილი ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად და ორგანიზმის გასაწმენდად ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია. ერთ კვირაში, დაახლოებით 4-5 კილოგრამს მოიკლებთ და ორგანიზმს განტვირთვის საშუალებას მისცემთ.

თუ დიეტის დაცვის პერიოდში შიმშილი მოგეძალათ, შეგიძლიათ, შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვათ უმი ბოსტნეული. ასევე, უნდა სვათ წყალი, დღეში ორი ლიტრი მაინც.

ერთი კვირის ყოველდღიური მენიუ

საუზმე: 1 ულუფა ჰერკულესის ფაფა ცხიმის გარეშე, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.

სადილი: 1 ულუფა ჰერკულესის ფაფა 1 სადილის კოვზი თაფლით, 100 გრამი ხაჭო, 1 ცალი გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

ვახშამი: 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი და 5 ცალი ნიგოზი ან ნუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი