ორგანიზმის გამწმენდი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00

ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც წონაში დაკლება სწრაფად და მცირე დროში სურს. გარდა იმისა, რომ დიდი შანსია, კვირაში ექვსი ზედმეტი კილოგრამი მოიკლოთ, ამ დიეტის დაცვით ორგანიზმის გაწმენდაც ხდება და თავს მსუბუქად და ჯანსაღად იგრძნობთ.
პირველი დღე: მთელი დღის განმავლობაში, მიირთმევთ მხოლოდ ხილს, ნებისმიერს, რომელიც გიყვართ. იკრძალება მხოლოდ ბანანი. ამასთან, დღეში 8-დან 12 ჭიქამდე წყალი უნდა დალიოთ.
მეორე დღე: მიირთვით უმი ან მოხარშული ბოსტნეული, ზეთისა და ყოველგვარი დანამატების გარეშე. აუცილებლად დალიეთ 8-დან 12 ჭიქამდე წყალი.
მესამე დღე: მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, გარდა ბანანისა და კარტოფილისა. უნდა დალიოთ 8-12 ჭიქა წყალი.
მეოთხე დღე: მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 8-10 ბანანი და 3 ჭიქა რძე.
მეხუთე დღე: დღის განმავლობაში მიირთვით 6 პომიდორი და 2 ულუფა მოხარშული ბრინჯი. და, აუცილებლად სვით ბევრი წყალი.
მეექვსე დღე: დილით დალიეთ უშაქრო ყავა ან ჩაი, შუადღეს უნდა მიირთვათ ბრინჯი და დღის ბოლოს კი – უმი ბოსტნეული. დალიეთ 8-12 ჭიქა წყალი.
მეშვიდე დღე: შეგიძლიათ, მიირთვათ 2 ულუფა მოხარშული ბრინჯი, უმი ბოსტნეული და წყალთან ერთად, ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული წვენი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან