რჩევები

მუცლის არეში დაგროვილი ცხიმის მოსაცილებელი დიეტა

№24

ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია მათთვის, ვისაც მუცლის არეში დაგროვილი ცხიმის მოცილება სურს. იმავდროულად, თქვენ, ზედმეტ 3-4 კილოგრამსაც დაიკლებთ. დიეტა ერთკვირიანია და თუ არ დაგეზარებათ და მას დაიცავთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ.

დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ უშაქრო ჩაი ან ყავა. მთავარია, სრულიად გამორიცხოთ ტკბილეული, გაზიანი სასმელი და ალკოჰოლი. ასევე, კარგია ხშირად ფეხით სიარული და მსუბუქი ვარჯიშები.

საუზმე: ჭამამდე 15 წუთით ადრე, დალიეთ 1 ჭიქა წყალი. შემდეგ კი მიირთვით ჰერკულესის ფაფა 1 სადილის კოვზი თაფლით, მარილის, შაქრისა და ცხიმის გარეშე, 5 ცალი ნიგოზი და 1 ჭიქა იოგურტი.

მეორე საუზმე: 2 ცალი ვაშლი, 2 ცალი კივი ან 400 გრამი სეზონური ხილი.

სადილი: ბოსტნეულის სალათა ან წვნიანი ხორცისა და პურის გარეშე, 250 გრამი მოხარშული თევზი, ხილის წვენი.

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა, 1 ჭიქა კეფირი ან 100 გრამი ხაჭო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა