რჩევები

მსუბუქი და წონაში დასაკლები საშემოდგომო დიეტა

№40

ავტორი: ანი რევია 11:00 11.10, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვლი ცხიმი რამდენიმე კვირაში არ დაიშლება. ამისთვის არსებობს მსუბუქი დიეტები. ნებისმიერი დიეტის მთავარი პრინციპია ზომიერება და კვების რეჟიმის დაცვა. ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირად – დღეში, დაახლოებით, 5-6-ჯერ. ერთჯერადი რაციონი არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს და უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს, უჯრედისის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს. ტკბილეულის მოყვარულებს შაქრის ნაცვლად გირჩევთ ჩირებს, თაფლს, თხილეულს. დიეტის დროს აკრძალულია სხვადასხვა სახის მზა სოუსები, ჩიფსები, ტკბილეული, ძეხვეული და ნახევარფაბრიკატები.

გთავაზობთ დიეტების ვარიანტებს, რომლის მიხედვითაც, შეგიძლიათ, სურვილისამებრ გადაანაწილოთ ნებადართული პროდუქტები და თავად შეადგინოთ მენიუ. საკვები გადანაწილდება დღეში 4-5 ჯერზე. დასაშვებია როგორც ორთქლზე მომზადებული ან მოშუშული პროდუქტი, ასევე გამომცხვარიც. მთავარია, რომ ვახშამი დაძინებამდე 4 საათით ადრე დაგეგმოთ და შემდეგ, არავითარი წახემსება!

გასახდომი მსუბუქი დიეტის მენიუს რამდენიმე ვარიანტი:

საუზმე: ფაფა ბოსტნეულით; ფოთლოვანი ბოსტნეული და მოხარშული კვერცხი; ხაჭო და კეფირი, ან 1 ჭიქა უცხიმო მაწონი.

მეორე საუზმე: ტკბილ-მჟავე ხილი, ტოსტი და ჩაი 1 ჩაის კოვზი თაფლით; ან, ბოსტნეულის სალათა და წყალი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, სალათის ფოთლები, ყველის ნაჭერი, ტოსტი და ჩაი; ან 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, მწვანე ბოსტნეულის სალათა და ახალგამოწურული წვენი; ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ ბორშჩი, ხილის სალათა და ჩაი.

ვახშამი: წიწიბურას ფაფა, წყალზე უცხიმოდ მომზადებული ბოსტნეულის სალათა და ასკილის წვენი; ან ვინეგრეტი ზეითუნის ზეთით და ჩაი; ასევე, შეგიძლიათ, მიირთვათ გამომცხვარი თევზი, ფოთლოვანი ბოსტნეული და ბოსტნეულის წვენი.

ძილის წინ: პიტნის ჩაი, გაზგასული მინერალური წყალი ან ლიმონიანი მწვანე ჩაი.

დიეტის სწორად დაცვის პირობებში კვირაში, დაახლოებით, 2-3 კილოგრამს დაიკლებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი