მოშვებული სახის კანის დასაჭიმი კარტოფილის ნიღბები
ავტორი: ანი რევია 11:00 14.04, 2022 წელი

კარტოფილისგან მომზადებული ნიღბები იდეალურია მოშვებული კანისთვის. კარგი შედეგის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, ნიღბების რეგულარული გამოყენებაა. მნიშვნელოვანია რეცეპტის სწორად შერჩევა, რათა იგი მაქსიმალურად შეეფერებოდეს კანის ტიპსა და მდგომარეობას. ნიღბების გამოყენების პერიოდულობაა კვირაში 2-3 პროცედურა; 1-2 თვის განმავლობაში.
👉ლიფტინგი კარტოფილითა და თაფლით – აახლებს, კვებავს, ჭიმავს კანს, ტონუსში მოჰყავს ის და აგლუვებს ნაოჭებს. კანიანად მოხარშული კარტოფილისგან მოამზადეთ პიურე. შეურიეთ თითო სუფრის კოვზი თბილი რძე და ზეითუნის ზეთი. მიღებულ მასას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მოურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე. წაისვით ფენებად: როგორც კი ერთი გაშრება, დაამატეთ მეორე. ნარჩენები კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
👉კარტოფილისა და ალოეს ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ – რეკომენდებულია მშრალი კანისთვის. აგლუვებს, ატენიანებს, აახალგაზრდავებს და აახლებს კანს. კარგია 35 წლის ასაკის შემდეგ. კარგად გარეცხეთ 1 საშუალო კარტოფილი და მოხარშეთ. დაჭყლიტეთ და გააგრილეთ. ალოეს ფოთოლი გაახვიეთ ქაღალდში ან ბამბის ქსოვილში და მოათავსეთ მაცივარში 1 ღამით. დილით გამოიღეთ, გაფცქვენით და დაწურეთ. დაუმატეთ პიურეს 1 სუფრის კოვზ ალოეს წვენი, სელის თესლი, თბილი რძე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
👉კარტოფილის, კვერცხისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი – ნაოჭების საწინააღმდეგო – იდეალურია 40 წლის ასაკში, როცა ეპიდერმისი შრება. ეს ნიღაბი კვებავს და აახლებს კანს, აუმჯობესებს მის ელასტიკურობას და ათანაბრებს ტონს. ერთი კარტოფილი მოხარშეთ და გააკეთეთ პიურე. ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის თბილი ზეთი, 1 ათქვეფილი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ქატო და დატოვეთ რამდენიმე წუთით. წაისვით ნიღაბი და 20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კარტოფილის ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა, სახლის პირობებშიც მარტივად მოამზადოთ, მარტივი ნიღაბი – თქვენი სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ელექსირი. მისი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კანი დაიჭიმება და გახდება გლუვი, გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევის პროცესი, კოლაგენის გამომუშავება, და რაც მთავარია, კარტოფილის ნიღბები კარგია ნებისმიერ ასაკში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან