მაწვნის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00
მაწონი საგრძნობლად აწესრიგებს საჭმლის მონელებას და წონაში დაკლებაშიც დაგეხმარებათ. მაწვნის დიეტის დაცვისას, რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, კერძოდ, შაქარი, პურ-ფუნთუშეული, ცხიმები და კარტოფილი. სასურველია მიირთვათ უცხიმო ქათმის ხორცი და თევზი. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს, მაგალითად: კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი. წყლის ოდენობა კი, დღე-ღამეში 1,5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. სასურველია, საკვები ერთსა და იმავე დროს მიირთვათ.
პირველი დღე
საუზმე – 1 ჭიქა მაწონი.
სადილი – ბოსტნეულის სალათა, 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე.
სამხარი – 1 ჭიქა მაწონი.
ვახშამი – 1 ცალი ვაშლი.
ძილის წინ – 1 ჭიქა მაწონი.
მეორე დღე
საუზმე – 1 ჭიქა მაწონი.
სადილი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი და 1 ცალი კიტრი.
სამხარი –1 ცალი ვაშლი.
ვახშამი – 1 ცალი სტაფილოს, ბოლოკის, პომიდვრისა და კიტრის სალათა, მწვანილით.
ძილის წინ – 1 ჭიქა მაწონი.
შემდგომი დღეები დაიცავით იგივე კვების რაციონი ანუ მესამე დღეს – პირველი დღის, მეოთხე დღეს – მეორე დღის და ასე შემდეგ.
მაწვნის ამ ერთკვირიანი დიეტის დაცვით საგრძნობლად დაიკლებთ წონაში და საჭმლის მომნელებელ სისტემასაც მოიწესრიგებთ. აუცილებელია, დიეტის შემდგომ მსუბუქად კვება და ფიზიკური აქტივობა, რათა წონა შეინარჩუნოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





