რჩევები

მაწვნის დიეტა

№41

ავტორი: ანი რევია 11:00 16.10, 2023 წელი

მაწვნის დიეტა
დაკოპირებულია

მაწონი სასარგებლო პროდუქტია, აწესრიგებს საჭმლის მონელებას და თუ ზედმეტი კილოგრამების მოცილება გადაწყვიტეთ, ამაშიც დაგეხმარებათ. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1 800-1 200 კილოკალორიამდე შემცირება, რისთვისაც რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, კერძოდ, შაქარი, პურ-ფუნთუშეული, ცხიმები და კარტოფილი. სასურველია, მიირთვათ უცხიმო ქათმის ხორცი და თევზი. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს – სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი. წყლის ოდენობა კი დღე-ღამეში 1,5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. სასურველია, საკვები მიირთვათ ერთსა და იმავე დროს.

პირველი დღე

საუზმე – 1 ჭიქა მაწონი, 2 ცალი ვაშლი.

სადილი – ბოსტნეულის სალათა, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი ან ქათმის ფილე.

სამხარი – 1 ჭიქა მაწონი.

ვახშამი – 1 ცალი ვაშლი.

ძილის წინ – 1 ჭიქა მაწონი.

მეორე დღე

საუზმე – 1 ჭიქა მაწონი.

სადილი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი და 1 ცალი კიტრი.

სამხარი – 1 ვაშლი.

ვახშამი – 1 ცალი სტაფილოს, ბოლოკის, პომიდვრისა და კიტრის სალათა, მწვანილით.

ძილის წინ - ერთი ჭიქა მაწონი.

შემდგომი 4 დღე გაიმეორეთ იგივე კვების რაციონი – მესამე დღეს პირველი დღის, მეოთხე დღეს – მეორე დღის და ასე შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა