მარტივი ხრიკები იდეალური გარეგნობის გამოსაჩენად
ავტორი: ანი რევია 11:00 03.10
არსებობს პატარ-პატარა და მარტივი ხრიკები, რომელთა წყალობითაც შეგიძლიათ, დრო, ფული და ენერგია დაზოგოთ და გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ასე რომ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი მარტივი რჩევები:
* თვალის გარშემო სიშავისა და შეშუპების გასაქრობად ჩაის პაკეტები გამოგადგებათ. დაიდეთ ჩაის საფენები თვალის გარშემო. ამისთვის 10 წუთიც საკმარისია;
* ტუჩები ვიზუალურად რომ გადიდდეს, საჭიროა, ჯერ ღია ფერის მბრწყინავი პომადა წაისვათ, შემდეგ კი ფანქრის კონტური შემოივლეთ ბუნებრივ ხაზზე ცოტა ზევით და სასურველი პომადა მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით, ღია ფერი – ზედა ტუჩისთვის და უფრო მუქი – ქვედასთვის;
* ქოქოსისა და ზეთისხილის ზეთი წყალგამძლე მაკიაჟის მოცილებაში დაგეხმარებათ. ამის საშუალებით სახის გამწმენდის გარეშეც შეძლებთ სახის კანის მოვლას;
* იმისთვის, რომ ქუსლები მუდმივად რბილი გქონდეთ, ძილის წინ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი;
* შესაღები თმის ძირები, შეგიძლიათ, თვალის ჩრდილის საშუალებით შენიღბოთ და დაფაროთ;
* სახის გასაწმენდად და ბზინვარებისთვის საჭმელი სოდა გამოიყენეთ: შეურიეთ სახის დასაბან გელს ან გამწმენდ რძეს და სახე ამ ნარევით დაიბანეთ;
* თუ გსურთ, გლუვი კანი გქონდეთ, მაშინ გამოიყენეთ შაქრის სკრაბი და საშხაპეში, პილინგის სპეციალური ხელთათმანით დაიმუშავეთ კანი. მოძრაობები წრიული უნდა იყოს. მკვდარი უჯრედები კანს ასე უფრო ადვილად სცილდება და ზედაპირი გლუვდება;
* ყოველთვის დაიბანეთ სახე, სანამ დასაძინებლად დაწვებით. ასე კანის ფორებიდან ბაქტერიები და ზედმეტი ცხიმი ამოვა. თუ მაკიაჟს ატარებთ, აუცილებლად მოიშორეთ სპეციალური საშუალებებით;
* გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. ულტრაიისფერი გამოსხივება ადრეული ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ გარუჯული სხეული ლამაზი და მიმზიდველია, გარუჯვისას კანზე ზრუნვაც არ უნდა დაგავიწყდეთ;
* თვალებისა და პირის გარშემო წაისვით ალოეს სუფთა წვენი. ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. ალოე კანს არბილებს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ეს თვალების ქვემოთ მუქ წრეებს აგარიდებთ და კანსაც დაატენიანებს,
* კიტრი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. ის აგრილებს, ამკვრივებს და ატენიანებს კანს. შეუძლია, შეამციროს ნაწიბურები. ამისთვის, კიტრის კანი ნაზად შეიზილეთ სახეზე, ან დაიდეთ მისგან მომზადებული ფაფა;
* ვარჯიში სასარგებლოა გულისა და ფილტვებისთვის. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანს ჟანგბადი და სასარგებლო ნივთიერებები უფრო ადვილად მიეწოდება;
* უძილობა სახის კანზე მომენტალურად აისახება, ამიტომ, კარგად გამოიძინეთ;
* გამოიყენეთ ხარისხიანი პარფიუმერია. ამაში ფული არ უნდა დაზოგოთ. უხარისხო პარფიუმერიას, შეუძლია, საგრძნობლად დააზიანოს სახის კანი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან